ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს პროევროპული გზა, პროევროპული მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშეა

ბალტიის ქვეყნებმა, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ვიმყოფებოდით და ვესაუბრეთ როგორც ოპოზიციას ასევე პოზიციას, ძლიერი მესიჯი გავაგზავნეთ, რომ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის პროევროპულ არჩევანს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდეს.

„ჩვენ მოვუწოდეთ, რომ გააქმონ კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო და ახლა სუვერენული ქვეყნის, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის არჩევანია, როგორ იმოქმედებენ. მაგრამ მინდა გავიმეორო, რომ ახლა საქართველოს პროევროპული გზა, პროევროპული მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშეა“, - აღნიშნა ბრაიბა ბრაჟემ.

ცნობისთვის, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს და რომელზედაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს