ანრი ოხანაშვილი - ეს დღე ნამდვილად სამარცხვინო დღე იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჯერჯერობით კიდევ პრეზიდენტი ჰქვია - მობრძანდა წარმომადგენელი და უკადრებელი იკადრა

ეს დღე ნამდვილად სამარცხვინო დღე იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის და იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჯერჯერობით კიდევ პრეზიდენტი ჰქვია - მობრძანდა წარმომადგენელი და უკადრებელი იკადრა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.

მისივე თქმით, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ შინაარსობრივი და საქმიანი განხილვა ყოფილიყო.

„რაც ჩვენ დღეს აქ ვიხილეთ, სამწუხარო ფურცლად შევა [პარლამენტარიზმის ისტორიაში] პრეზიდენტის ინსტიტუტის თვალსაზრისით, თურმე საკითხი შინაარსობრივი განხილვის გარეშე უნდა წარმოადგინონ. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის მიგვინდვია, ჩვენმა საზოგადოებამ შეაფასოს, ეს ყველაფერი. მე მეტ განხილვაში არ შევალ, მაქსიმალურად კორექტული ვიყავით, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ შინაარსობრივი და საქმიანი განხილვა ყოფილიყო. ვიღებდით შეურაცხყოფას ის, რაც იკადრა. მობრძანდა წარმომადგენელი და უკადრებელი იკადრა. ამასთან დაკავშირებით, როდესაც კონკრეტული შეკითხვები დავსვით, იმის გამბედაობაც არ ეყო, რომ კონკრეტულ საკითხებზე ჩვენი საზოგადოებისთვის პასუხი გაეცა. ამიტომ ეს დღე ნამდვილად სამარცხვინო დღე იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, კონკრეტული პირებისთვის და არა ყველასთვის, რა თქმა უნდა და იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჯერჯერობით კიდევ პრეზიდენტი ჰქვია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება