საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვებიპუნქტი „სადახლო“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

„შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ, დააზიანა სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი (საქართველოს საზღვრიდან 3 კილომეტრში), რის გამოც, სრულად შეჩერებული იყო, სომხეთის რესპუბლიკის მხარეს მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტი „ბაგრატაშენის“ მუშაობის პროცესი. აღნიშნულ გზის მონაკვეთზე მიმდინარე აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე, სომხეთის მხარის ინიციატივით, საზღვრის მკვეთი პირებისთვის სგპ. „ბაგრატაშენის“ მიმართულებით, დროებით შეთავაზებული იქნა ალტერნატიული, შემოვლითი საავტომობილო გზა, რათა მოხდეს მგზავრთა/ტვირთნაკადის დროული გატარება.

აქვე შეგახსენებთ, რომ კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე დებედამ დატბორა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტი "სადახლო სარკინიგზოს" მიმდებარე ტერიტორია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია