ნათია თურნავა - სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს - რომც მოხდეს გარკვეული ტიპის ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, ეს ინდივიდუალური „ქეისი“ იქნება

სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს - რომც მოხდეს გარკვეული ტიპის ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, ეს ინდივიდუალური „ქეისი“ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავამ პოლიტიკოსებს მიმართა, „ნუ ეცდებიან გარკვეულ სპეკულაციას და სანქციების თემას ლარის კურსთან, საფინანსო ბაზართან ნუ გადააბამენ, თითქოს ეს საფინანსო ბაზარს დაარტყამს“.

„სანქციებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ჩარჩო, რომელიც დღეს ჩვენს საფინანსო სისტემას, ჩვენ ბანკებს გააჩნია და რომელიც ეროვნული ბანკის და კანონმდებლობით დაწესებული რეგულაციებისგან შედგება, ამ რეგიონში არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მკაცრი და გამჭვირვალეა. ბანკები არიან სრულად ინსტრუქტუირებული რა, როდის და როგორ უნდა გააკეთონ.

ამასთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი რეგულაციების მუდმივ დახვეწას. ის სრულ შესაბამისობაში მოვიყვანეთ ჩვენს ადგილობრივ კანონმდებლობასთან.

სანქციების აღსრულების ჩარჩო ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში რომ იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სანქციების აღსრულებაში არაფერი შეფეხება არ შეიქმნას, არ გახდეს სასამართლო გადახედვის საგანი და ასე შემდეგ. არაფერი ამ კუთხით ჩვენ საფინანსო სისტემას არ ემუქრება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2023 წლის წლიურ ანგარიშს წარადგინა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია