ლევან იოსელიანი - მოტივირებული შენიშვნები სხვაგვარად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი - პრეზიდენტის პროექტმა, სამწუხაროდ, სადისკუსიო სივრცის შესაძლებლობა ჩაკეტა

მიმაჩნია, რომ მოტივირებული შენიშვნები სხვაგვარად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, იმ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, რომელიც ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფდა, თუმცა პრეზიდენტმა წარმოადგინა, ისე როგორც მან ჩათვალა საჭიროდ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ კანონის გაკეთილშობილება კი არა, პირიქით, სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები არის მნიშვნელოვანი, ხოლო ამ კანონის არმიღება არის გამოსავალი.

„ჩვენ თითქმის ორი თვეა ვაკვირდებით, თუ რამდენი ადამიანი გამოდის და ე.წ. აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებს, რომელმაც საზოგადოება ფაქტობრივად ორ ნაწილად გაყო. ჩვენ ამ შემთხვევაში ძალიან კონკრეტული პოზიცია გვაქვს, შეთავაზება მმართველი პარტიისთვის, რაც გულისხმობს, იმ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის სხვა საშუალებას, გზას, რასაც გამჭვირვალობა ჰქვია. მაგალითად: ცვლილებები შევიდეს სხვა საკანონმდებლო აქტებში და ამ კანონის არ მიღებით, ეს მიზანი მიღწეული იქნება. მე მოვუწოდე იურიდიული კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მმართველი პარტიის დეპუტატებს, რომ ვეტო არ დაძლიონ, მით უმეტეს ამის კარგი მაგალითი გვაქვს „შეკრებისა და მანიფესტაციის“ კანონის შესახებ, როდესაც სამი მოსმენით მიღებული იქნა, არ დაიძლია ამის ვეტო. დღესაც შესაძლებელია, ეს ვეტოც დაძლეული არ იქნას.

რაც შეეხება მოტივირებულ შენიშვნებს, მიმაჩნია, რომ მოტივირებული შენიშვნები სხვაგვარად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, იმ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, რომელიც ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფდა, თუმცა პრეზიდენტმა წარმოადგინა ისე, როგორც მან ჩათვალა საჭიროდ.

ვფიქრობ, რომ შენიშვნების წარმოდგენისას მთავარი არის ის, რომ სადისკუსიო სივრცე გაჩნდეს, სადაც მხარეები შეძლებენ პოზიციების დაახლოებას. ამ სადისკუსიო სივრცის გაჩენას სჭირდება, სწორედ, ისეთი შენიშვნების წარმოდგენა, რომელიც ამის საფუძველი იქნებოდა. ამ ტიპის საკანონმდებლო პროექტმა, რომელიც წარმოდგენილია, ასეთი შესაძლებლობა სამწუხაროდ ჩაკეტა. ამ კანონის გაკეთილშობილება კი არა, პირიქით, სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები არის მნიშვნელოვანი. ამ კანონის არმიღება არის გამოსავალი“, - განაცხადა იოსელიანმა.

გარდა ამისა, იოსელიანი ჟურნალისტებთან საუბრისას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებზე ჩასაფრებასა და თავდასხმებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევებს „სახელმწიფომ ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გასცეს“.

„რაც შეეხება ჩასაფრების და ცემის ფაქტებს, ეს არის ის შემთხვევები, რომელსაც სახელმწიფომ ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გასცეს, რომ გამოვლინდეს ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდა ამაში და პასუხისგებაში მიეცენ. ასეთი ტიპის ქმედება ყოვლად მიუღებელია, ასეთი გარემო, რა თქმა უნდა, ჩვენ მშვიდობიან, საარჩევნო პროცესამდე ვერ მიგვიყვანს. ყველაზე მნიშვნელოვანი, საბოლოო ჯამში არის, რომ ეს ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეს და ყველამ თავისი მხარდაჭერაც, ბრაზიც საარჩევნო ყუთთან გამოხატოს“, - აღნიშნა იოსელიანმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის