გიორგი მსხილაძე - „ქართული ქარტია“ დარიგებული აქვთ პარტიებს და დროც არის იმისთვის, რომ გაეცნონ, ქარტიას შემოუერთდნენ ან საკუთარ შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვან

„ქართული ქარტია“ დარიგებული აქვთ პარტიებს და დროც არის იმისთვის, რომ პარტიები გაეცნონ, ქარტიას შემოუერთდნენ ან საკუთარ შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვან, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით დეტალურად მას შემდეგ იქნება საუბარი შესაძლებელი, რაც პარტიები პრეზიდენტს საკუთარ პოზიციას გაუზიარებენ.

„ეს არის პრეზიდენტის ახლი ინიციატივა, რომელიც გუშინ გააჟღერა. აღნიშნული ქარტია დარიგებული აქვთ პარტიებს და დროც არის იმისთვის, რომ პარტიები გაეცნონ, ქარტიას შემოუერთდნენ ან საკუთარ შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვან. პრეზიდენტის ინიციატივაზე ვერ ვისაუბრებ ფართოდ, რამდენიმე დღეში დეტალურად გვეცოდინება პარტიების პოზიცია და შესაბამისად, მერე უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით“,- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.

დოკუმენტის თანახმად, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა, ასევე, თავისი არსითა და სულისკვეთებით ემსახურება მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.

ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე, ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს. ქარტიით გათვალისწინებულ ნაბიჯებს შორის არის, „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა; საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება; ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა.

ქარტიაზე ხელისმომწერნი, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მანდატს მიიღებენ, იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, შესრულებისთანავე კი მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ამასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თანხმობა „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება