გიგი წერეთელი „ქართულ ქარტიაზე“- ვუერთდებით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას და გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას უერთდება „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ შექმნილ უმძიმეს სიტუაციაში სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა „ქართულ ქარტიაზე“ ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ ქარტიაში სწორედ იმ ფუნდამენტურ ხედვებზე, რეფორმებსა და პროექტებზეა ხაზი გასმული, რაზეც „ევროპული საქართველო“ დიდი ხანია საუბრობს და სთავაზობს საზოგადოებას განსახილველად.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ საუბარი არ არის რაღაც მექანიკურ დაჯგუფებაზე, არამედ შემოთავაზებულია იდეების, პრინციპებისა და რეფორმების ირგვლივ გაერთიანება, რათა ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები და ასე შევცვალოთ ხელისუფლება. შესაბამისად, ჩვენ ვუერთდებით მოცემულ ქარტიას და გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება