პარლამენტის ბიურომ 28-31 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა

პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირას „მინისტრის საათის“ ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის გამოსვლაა დაგეგმილი.

შესაბამის საკითხზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.

ამასთან, პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის ბიურომ დღეს 28-31 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა. პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილიც წარდგება. ამის შესახებ ინფორმაცია ბიუროს წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიაწოდა.

„მიმდინარე სასესიო კვირას „მინისტრის საათზე“ დაგეგმილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის გამოსვლა.

ბიუროს წევრებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მიმართვის თაობაზე თანამდებობის დატოვების შესახებ.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ, განსახილველად შესაბამის კომიტეტებს გადაეცა. პლენარული სხდომების დღის წესრიგშია დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტით მოქმედი კანონის №2 დანართში მითითებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ოდენობები ზუსტდება, ხოლო ერთ ნივთიერებაზე განისაზღვრება ახალი ოდენობები.

ასევე იგეგმება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა. პარლამენტი განიხილავს დადგენილების პროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“. ბიურომ ასევე იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს