კახა ოქრიაშვილი - სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„26 მაისს ბატონმა კობახიძემ კიდევ ერთი სატყუარა გადმოუგდო „ოცნების“ ამომრჩეველს, რომელსაც როგორც ჩანს, ეჭვი ეპარება მისივე პარტიის მიერ გაცემული დაპირებების აღსრულებაში. ეს სატყუარაა აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება და თან ევროკავშირის წევრობა 2030 წელს.

ამავე დღეს, ამერიკისა და ევროპის პრაქტიკულად ყველა ლიდერმა და სახელმწიფომ დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველოს წევრობა ევროკავშირში დაბლოკილია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკის ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო.

ასევე, აფხაზეთის და ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერებმა განაცხადეს, რომ არათუ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, არამედ ჩვენთან კონფედერაციასაც კი არ განიხილავენ.

ამ ბოლო 12-წლიან პერიოდში, „ოცნების“ მიერ ნათქვამი ათასობით ტყუილის შემდეგ, თვით „ოცნების“ ამომრჩეველსაც კი აღარ შეიძლება სჯეროდეს, რომ შავი თეთრია! სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს