ნიკა მელია - სალომე ზურაბიშვილმა ისტორიის გადამწყვეტ მომენტში დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე, იქცა ქვეყანაში ევროპული მომავლის გარანტად როგორც ინსტიტუციურად, ისე პიროვნულად

სალომე ზურაბიშვილმა გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე, იქცა ქვეყანაში ევროპული მომავლის გარანტად როგორც ინსტიტუციურად, ისე პიროვნულად, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ერთ-ერთი ლიდერი,ნიკა მელია „ფეისბუქზე წერს.

მელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ხელისუფლების შეცვლის და ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია.

„დღეს ჩვენი ძალა, წარსულში და მომავალში სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი, მრავალფეროვანი ადამიანების, მიზნის გარშემო ერთობაშია.

მიზანი კი არის, არსებული ხელისუფლების დამარცხება, მრავალფეროვანი და მრავალპარტიული პარლამენტით, სადაც თითოეული ქართველის ხმა იქნება გაგონილი და პოლიტიკაში ასახული, დასრულდება ერთპარტიული მმართველობა, გაქრება მომავალში ერთპარტიულად სახელმწიფოს მიტაცების რისკი; იქნება კოალიციური მთავრობა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური კონსენსუსისა და თანხმობის გზით. ამ ყველაფერში კი პრეზიდენტის როლი, იქნება გადამწყვეტი.

კოალიციური მოლაპარაკებების შედეგად და პრეზიდენტთან კოორდინაციით - ჩამოყალიბდება მთავრობა.

წარდგენილი პროგრამის შესრულების შემდეგ, რეფორმირებული ინსტიტუტების პირობებში, მომზადდება და ჩატარდება თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები“, - წერს ნიკა მელია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება