პაატა დავითაია -  პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ყოველთვის მომხრე ვართ დიდი ერთობის, საბოლოო გადაწყვეტილებას ერთიანი პლატფორმის ფორმატში მივიღებთ

პრეზიდენტის ინიციატივა ”ქართული ქარტიის“ შესახებ არის საინტერესო და დროული - პარტია ”ევროპელი დემოკრატები“ ყოველთვის მომხრე ვართ დიდი ერთობის, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

დავითაიას განცხადებით, იზიარებენ „ქართული ქარტიის“ მნიშვნელოვან პრინციპებს, რაც დაკავშირებულია სისტემურ ცვლილებებთან და რეფორმებთან. ამასთანავე დავითაიას თქმით, არის საკითხები, რომელიც განმარტებებს მოითხოვს.

„ქართული ქარტიის“ მიერ შემოთავაზებული პრინციპები არის კარგი გეგმა, გამარჯვების შემთხვევაში, მთავარი საკითხია როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. ჩვენ კვლავ ვრჩებით პოზიციაზე ერთიანი სიის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რაც პრინციპული საკითხია გამარჯვებისთვის, რადგან რთულია ერთობა ერთიანობის გარეშე.

პოლიტიკური პარტია “ევროპელი დემოკრატები“, როგორც წევრი „ევროპულ-დემოკრატიული ერთობის“, აწარმოებს კონსულტაციებს პლატფორმის წევრებს შორის ერთიან პოზიციასთან დაკავშირებით, რაც უახლოეს პერიოდში იქნება გაცხადებული“, - აცხადებს პაატა დავითაია.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს