ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ხორვატიის რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ამასთან, მისალოც წერილში ხორვატიის პრემიერი სიხარულით აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა.

ანდრეი პლენკოვიჩი ირაკლი კობახიძეს საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას აღუთქვამს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პირადად თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს.სიხარულით აღვნიშნავ, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ურთიერთობები ინტენსიური გახდა, მაღალი დონის ვიზიტების რაოდენობაც გაიზარდა, საქართველოს საელჩო გაიხსნა ზაგრებში, საკონსულო კი - პულაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, განსაკუთრებით ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გიდასტურებთ ხორვატიის რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი. გქონდეთ ამ პროცესში ჩვენი დახმარების იმედი. ბოლო პერიოდში, საქართველომ წინსვლას მიაღწია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და იმედი მაქვს, ეს ტრაექტორია მომავალშიც გაგრძელდება. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას,“- აღნიშნულია მისალოც წერილში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის