USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას“ ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა

USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში გორგიას ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა, რომელსაც USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” დირექტორი დევის ბლოდი, პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენელი, ანა შენგელია, ესპანური ბრენდის ელბარკოს წარმომადგენელი, ქრისტინა კასტან, „გორგიას“ აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე გურული დაესწრნენ.

მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს 3-თვიანი მოსამზადებელი კურსის შექმნას „გორგიას ხელოსანთა აკადემიისთვის“, რომელშიც დარგის ევროპელი სპეციალისტები სტუდენტებს საკუთარ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ.

კურსები ჩატარდება საქართველოს ხუთ სხვადასხვა ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი და თელავი.

USAID-ისა და გორგიას პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას ხელოსანთა აკადემიაში“ დაინტერესებული პირები შეისწავლიან:

  1. სანტექნიკას
  2. კაფელ-მეტლახის დაგებას
  3. თაბაშირ-მუყაოს სამუშაოებს
  4. იატაკის დაგებას
  5. კარ-ფანჯრების მონტაჟს
  6. სახურავის მონტაჟს

კურსამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და მომავალში დასაქმდებიან „გორგიას“ პარტნიორ კომპანიებში.

აღნიშნული პროექტი მხარს დაუჭერს სამშენებლო სექტორს და ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას.

გორგიას აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გურული: „„მოხარული ვართ, რომ USAID-ის მხარდაჭერით საშუალება მოგვეცა, ხელოსნების აკადემია განვავითაროთ. „გორგია“ წლებია ხელოსნებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსს ატარებს და ამ კურსების განვითარება საგანმანათლებლო პროგრამებად, საშუალებას მოგვცემს უფრო კვალიფიციური ხელოსნები მოვამზადოთ და მათ თანამედროვე მიდგომები გავუზიაროთ სამშენებლო-სარემონტო ინდუსტრიაში. ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მომწოდებლების ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესებში ხელოსნებს ახალ სტანდარტებს გააცნობს, რაც ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშნელოვანესია.“

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, სტამბოლსა და სოფიაში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამშნებელო და სარემონტო მასალების ბიზნესს ახორციელებს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებული იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia

USAID-ის ხუთწლიანი პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ($24 მილიონი აშშ დოლარი) მიზნად ისახავს დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას, კერძო სექტორთან თანამშრომლობით სატრენინგო პროგრამების შემუშავებას ეკონომიკის ზრდადი სექტორებისთვის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სამუშაოს მაძიებლებისთვის. პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების შედეგად, 4,800 პირი ჩაერთვება მომზადება-გადამზადების პროგრამებში; სულ მცირე, 3,840 პირი დასაქმდება ან გაიუმჯობესებს სამუშაო პირობებს. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/USAIDSkillsProgram

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო