შალვა პაპუაშვილი - ნაცვლად იმისა, ევროპელ ან ამერიკელ აქტორებს ეთქვათ, რომ მზად არიან გაასაჯაროონ აშშ-ისა და ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა პროექტი, ამის ნაცვლად, ვხედავთ კანონზე შეტევას, სტიგმატიზებას მსჯელობისა

ნაცვლად იმისა, რომ ევროპელ ან ამერიკელ აქტორებს ეთქვათ, რომ ისინი მზად არიან გაასაჯაროონ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა პროექტი, ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ ამ კანონზე შეტევას, სტიგმატიზებას მსჯელობისა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან დასანანია, რომ ღირებულებებზე საუბრის უკან სინამდვილეში ქვეყანაში ფარული დაფინანსების პრაქტიკის გაგრძელების სურვილი იმალება.

„უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა. ნაცვლად იმისა, რომ ევროპელ ან ამერიკელ აქტორებს ეთქვათ, რომ ისინი მზად არიან გაასაჯაროონ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა პროექტი, ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ ამ კანონზე შეტევას, სტიგმატიზებას მსჯელობისა და ფაქტობრივად, ძირითადი მიზანი ამ სტიგმატიზებისა არის ის, რომ დარჩეს კვლავ დაფარული ნაწილი იმ დაფინანსებისა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან საქართველოში შემოდის. დღეს ფაქტობრივად, ეს არის უკვე დადასტურებული, იმ მხრივ, რომ საერთო ჯამში, ამ კამპანიის ერთ-ერთი მიზანი არის, სწორედ ის, რომ დაფარული დარჩეს და კვლავ ჰქონდეს გარკვეულ ამერიკულ და ევროპულ ფონდებს შესაძლებლობა, რომ ფარულად საქართველოში იმუშაონ. კვლავ დააფინანსონ პოლიტიკური პარტიები, რადიკალური ჯგუფები, ისე, რომ საქართველოს მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით არაფერი უთხრან. რაც ძალიან დასანანია, რომ ღირებულებებზე საუბრის უკან სინამდვილეში ქვეყანაში ფარული დაფინანსების პრაქტიკის გაგრძელების სურვილი იმალება, რაც რა თქმა უნდა, შორს არის ევროპული, თუ ნებისმიერი სხვა ასეთი მაღალი ღირებულებისგან, მათ შორის არის ჩვენი წარმოდგენისგან - თუ როგორც წარმოგვიდგენია ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე