შალვა პაპუაშვილი - როდესაც არაღიარებაზე ვსაუბრობთ, ეს პოლიტიკა არ არის, ეს არის საერთაშორისო სამართალი - აქ არავისგან არაფერი დასამადლებელი და დასაშანტაჟებელი არ გვაქვს

როდესაც ჩვენ არაღიარებაზე ვსაუბრობთ, ეს პოლიტიკა არ არის, ეს არის საერთაშორისო სამართალი! - აქ არავისგან არაფერი არც დასამადლებელი და არც დასაშანტაჟებელი არ გვაქვს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ამ კონტექსტში პაპუაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის მიხეილ დაუშვილის მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასმულ კითხვას გამოეხმაურა, რომელმაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს სთხოვა, ეპასუხა შემდეგ კითხვაზე: “ქართული ოცნების“ ქმედებებით ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

პაპუაშვილის აზრით, დაუშვილის განცხადება გამაოგნებელია “არა იმდენად, რომ ეს ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, არამედ გამაოგნებელია იმ მხრივ, რომ ოპოზიცია რაღაცებს თავისით არ ლაპარაკობს და მესიჯებს სხვადასხვა ჯგუფები აჟღერებინებენ“.

“თურმე რაღაცაზეა დამოკიდებული, რომ ქვეყნებმა საერთაშორისო სამართალს პატივი სცეს. სხვა რამეზე კი არ მიდის დავა, როდესაც რუსეთს აქვს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის სწორედ ის გამოწვევა, რომელიც აქვს წესებზე დაფუძნებულ სართაშორისო წესრიგს და საერთაშორისო სამართალს. ისე გამოდის, რომ მიხეილ დაუშვილის პირით უპირატესობა და პრიმატი სართაშორისო სამართალს კი არ აქვს და ვიღაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იმიტომ კი არ უჭერს მხარს, რომ ეს არის სართაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, არამედ შეიძლება იმიტომ უჭერდეს ან არ უჭერდეს რამდენად ეკომფორტულება მას ესა თუ ის მთავრობა და ამა თუ იმ მთავრობის პოლიტიკა.

ეს ძალიან სახიფათო განცხადება იყო და ამ მხრივ ძალიან საგანგაშო. მადლობა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სწორი რეაგირება იყო - დროულად მიუთითეს, რომ ამგვარი თემით ამგვარი სპეკულირება არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო