ილია დარჩიაშვილი პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივანი, ზაქარაიას და კოსტა ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და CPLP-ის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ წელს აღნიშნება 10 წლისთავი, რაც წელს საქართველო გახდა თანამეგობრობის ასოცირებული დამკვირვებელი.

„მხარეებმა ასევე მიმოიხილეს თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის გაეროს ფარგლებში. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ გლობალური მასშტაბით პარტნიორობის განვითარება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის და ხაზი გაუსვა ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის დელეგაცია ვიზიტით საქართველოში 25-28 მაისის პერიოდში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვედრებს მართავს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმსარებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, დელეგაციის წევრები სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნენ. ისინი ასევე დაესწრნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს.

აღსანიშნავია, რომ CPLP-ის დელეგაცია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, 2023 წელს, პორტუგალიაში ვიზიტის დროს მოიწვია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო