ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, პარტია "ევროპელი დემოკრატების" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

- ბატონო ნიკოლოზ, შესაძლოა ვცდებოდე, წელს საქართველომ დამოუკიდებლობის მორიგი წლისთავი კი აღნიშნა, წლევანდელ აღნიშვნას ისევე როგორც ყველა წინა წლებში პომპეზურობა არ აკლდა, მაგრამ, თავისი შინაარსით, ალბათ, ყველაზე უცნაური იყო, მთელი 33 წლის მანძილზე, რაც ქვეყანამ თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა.

სხვისი არ ვიცი, მაგრამ, მე ყველაზე მეტად იმ გულანთებულ რეკრუტებზე მეფიქრება, ვინც ქვეყნისა და პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის წინაშე ფიცი დადეს და მათ, სულ რამდენიმე წუთში პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უთხრა, - წინა ხელისუფლება აგენტები იყვნენ და დღევანდელი პრეზიდენტიც მოღალატეაო.

ყველაფერში უცნაური ხალხი როგორ ვართ, მიკვირს. ფაქტი ისაა, რომ ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ის, რაც მოხდა და აღვწერე. ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს, ამაში ფინანსები უნდა იხარჯებოდეს. მაგრამ, იმ სიტუაციაში, რომელშიც ვართ, ისიც გაუგებარია თუ რა ვიზეიმეთ. აჯობებს აქ დავსვა წერტილი და გკითხოთ - თქვენ როგორ შეაფასებთ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 33 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით მომხდარ არაერთ უხერხულ სიტუაციას?

- ჩემი სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე მრავალი წლის მანძილზე ვემსახურე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მის უსაფრთხოებასა, სუვერენიტეტის დაცვას და განმტკიცებას. ამიტომ, ვფიქრობ, ძნელი მისახვედრი არ იქნება თუ როგორ მტკივნეულად მივიღე კობახიძის ეს ხულიგნური გამოხტომა.

ნამდვილად არ ვარ სალომე ზურაბიშვილის ფანი და, უფრო მეტიც, აქტიურად ვიყავი ჩართული ბატონ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში, როცა მისი მოწინააღმდეგე სწორედ მაშინდელი სახელისუფლო კანდიდატი ზურაბიშვილი იყო. თუ რა მეთოდებით მოაგებინეს ეს არჩევნები ზურაბიშვილს კობახიძემ და მისმა თანაგუნდელებმა, ესეც კარგად გვახსოვს.

მაგრამ, ეროვნული დღესასწაულის საზეიმო ღონისძიებაზე, შეიარაღებული ძალებისა და ახლად ფიცდადებული ჯარისკაცების წინაშე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მათ უმაღლეს მთავარსარდალს მოღალატე უწოდოს, ეს არის სახელმწიფოს იდეის ლაფში ამოსვრა და ფეხქვეშ გათელა. სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძემ ისე მოაღწია პრემიერ-მინისტრის თანამდებობამდე, რომ დღემდე არ აქვს სახელმწიფოებრიობის გაგება და განცდა.

ეროვნული დღესასწაულის საზეიმო ღონისძიებაზე, შეიარაღებული ძალებისა და ახლად ფიცდადებული ჯარისკაცების წინაშე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მათ უმაღლეს მთავარსარდალს მოღალატე უწოდოს, ეს არის სახელმწიფოს იდეის ლაფში ამოსვრა და ფეხქვეშ გათელა. სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძემ ისე მოაღწია პრემიერ-მინისტრის თანამდებობამდე, რომ დღემდე არ აქვს სახელმწიფოებრიობის გაგება და განცდ

მისთვის სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპების ვიწროპარტიული ინტერესებისთვის, ან სულაც სახელდახელო პოლემიკის ამოცანებისთვის შეწირვა ყოველდღიურ, რუტინულ საქციელად არის ქცეული.

იმედს ვიტოვებ, რომ საქართველო გადაურჩება მისი არსებობის ამ სამარცხვინო და საშიშ პერიოდს და მაშინ ყველანი ერთად უნდა დავფიქრდეთ ისეთი ზომების მიღებაზე, რომ ამდაგვარი მსგავსება პრინციპულად გამორიცხული და შეუძლებელი გავხადოთ.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ, ცხადია, მრავალი პრეტენზია შეიძლება გვქონდეს წინა ხელისუფლებასთან. ბოლო-ბოლო, მარტო ის რად ღირს, რომ მისმა შეცდომებმა განაპირობა ის, რომ დღეს ამ გაუგებარი ხელისუფლების პირობებში ვცხოვრობთ.

უამრავი პრეტენზია შეიძლება გვქონდეს წინა ხელისუფლებასთან, მაგრამ იმის თქმა, რომ მისი მმართველობა წარმოადგენდა დაკარგული სუვერენიტეტის პერიოდს და ქვეყანას კი აგენტები მართავდნენ, ეს ნამდვილი უნამუსობაა. ასეთი უპასუხისმგებლო მიდგომა საკუთარი ისტორიის მიმართ ანგრევს ქვეყნის უსაფრთხოებას, მის სტაბილურობას და მოქალაქეების, განსაკუთრებით, ბავშვების და ახალგაზრდების სამოქალაქო და პატრიოტულ ცნობიერებას.

უამრავი პრეტენზია შეიძლება გვქონდეს წინა ხელისუფლებასთან, მაგრამ იმის თქმა, რომ მისი მმართველობა წარმოადგენდა დაკარგული სუვერენიტეტის პერიოდს და ქვეყანას კი აგენტები მართავდნენ, ეს ნამდვილი უნამუსობაა. ასეთი უპასუხისმგებლო მიდგომა საკუთარი ისტორიის მიმართ ანგრევს ქვეყნის უსაფრთხოებას, მის სტაბილურობას და მოქალაქეების, განსაკუთრებით, ბავშვების და ახალგაზრდების სამოქალაქო და პატრიოტულ ცნობიერებას

- პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თავისუფლების მოედანზე წარმოთქმული სიტყვა მრავალი თვალსაზრისით საკმაოდ დამაფიქრებელი იყო.

დამაფიქრებელი იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ბევრი ადგილობრივი შემფასებლები შენიშნავენ, „უცხო გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის მიღებით ქვეყანამ საგარეო კურსი შეიცვალა. მიუხედავად ამგვარი შეფასებებისა, ხელისუფლებას, რომელსაც, როგორც ჩანს, ამერიკასა და ევროპაში პარტნიორი აღარ დარჩა, აგრძელებს მტკიცებას, რომ სწორედ იგი შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში.

მეტიც, საუბრობს საქართველოს სუვერენიტეტზე, რომელიც სწორედ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერაზე დგას. და ეს ხდება სწორედ მათი ლანძღვის, ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკის ფონზე.

გაუგებარი ისაა, რომ ამ ყველაფრის ფონზე არცერთი კრიტიკული სიტყვა არ გვესმის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის დამრღვევი ქვეყნის - რუსეთის მისამართით, რომელიც სხვადასხვა ფორმით იწონებს ოფიციალური თბილისის ანტიდასავლურ ნაბიჯებს.

არ მინდა დაგრჩეთ შთაბეჭდილება, თითქოს პრეზიდენტის გამოსვლა ზეიმზე მოსაწონი არ იყო. უფრო, პირიქით, მან სათქმელი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ღიად თქვა.

თქვენ როგორ შეაფასებდით დამოუკიდებლობის ზეიმზე პრეზიდენტის გამოსვლას და იმ აქცენტებს, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება? თქვენი დაკვირვებით, როგორ შეაფასებდნენ ამ გამოსვლას ჩვენი დასავლელი პარტნიორები?

- ვფიქრობ, პრეზიდენტის გამოსვლა მთლიანობაში ადეკვატური იყო ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის. ზოგს, შეიძლება ის ზედმეტად მკვეთრად მოეჩვენა, მაგრამ ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს, წყალში გვეყრება ბოლო სამ ათწლეულზე მეტი ხნის და უფრო მეტიც, თაობების ნაშრომი, ნაბრძოლი და ნამოღვაწარი. მთლიანად ჩამონგრეულია რუდუნებით ნაშენები ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები და პრესტიჟი, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა.

ვფიქრობ, პრეზიდენტის გამოსვლა მთლიანობაში ადეკვატური იყო ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის. ზოგს, შეიძლება ის ზედმეტად მკვეთრად მოეჩვენა, მაგრამ ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს, წყალში გვეყრება ბოლო სამ ათწლეულზე მეტი ხნის და უფრო მეტიც, თაობების ნაშრომი, ნაბრძოლი და ნამოღვაწარ

ძნელია ასეთ დროს იყო ზომიერი და ფრთხილი შეფასებებში და გამონათქვამებში, მითუმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლების იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ამ კატასტროფამდე მივყავართ, ღიად და ფარულად იწონებენ საქართველოს დაუძინებელი მტრები, აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელები და პროპაგანდისტები.

- დამოუკიდებლობის დღის ზეიმის აღსანიშნავად პრეზიდენტის სასახლეში წელს გამართული მიღებაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

იგი ემოციური იყო არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ პრეზიდენტის რანგში ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ბოლოჯერ აღნიშნავდა დიპლომატიურ კორპუსთან ერთად.

პრეზიდენტმა, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პოლიტიკურ ძალებს ქვეყნის ევროპისკენ სავალი გზის „ქართული ქარტია“ წარუდგინა და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს მათზე ხელის მოწერა შესთავაზა. ქარტიაში საუბარია იმ პრინციპებზე, როგორც პრეზიდენტმა თქვა, „რას და ვის უნდა მისცეს ხმა მოსახლეობამ 2024 წლის არჩევნებზე.

„ქართული ქარტიის“ შინაარსზე მან ვრცლად ისაუბრა. თქვენ როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის მიერ „ქართულ ქარტიაში“ ჩამოყალიბებულ პრინციპებს?“ მასზე ოპოზიციური ძალების გამოხმაურებას და იმას, რომ „ქართული ქარტიის“ ხელმოწერაზე უარი თქვა გახარიას პარტიამ, ხვიჩიას „გირჩმა“?

- როგორც ვიცით, არჩევნებისთვის ოპოზიციის კონსოლიდაციის კუთხით მუშაობა პრეზიდენტის ოფისში უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს და სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული ქარტია არის ამ პროცესის ერთგვარი ლოგიკური შედეგი.

ჩვენ, „ევროპელი დემოკრატები“, ვიზიარებთ ქარტიაში და პრეზიდენტის გამოსვლაში გაჟღერებულ პრინციპებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველადი ჩანაფიქრი უფრო სწორი და მასშტაბური იყო. ამ ჩანაფიქრის გამომხატველ მიდგომას ჩვენი პარტია უკვე დიდი ხანია გამოხატავს.

სამწუხაროდ, რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ არ დაუჭირა მხარი ერთიანი სიის გასაგებ და სწორ პრინციპს და საბოლოოდ პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულმა ინიციატივამ ის ფორმა შეიძინა, რაც გუშინ ვიხილეთ. ამ თვალსაზრისით ის ცოტა ალოგიკურად გამოიყურება.

ჩემთვის გაუგებარია ამ პარტიების პოზიცია. ერთი მხრივ, ისინი მხარს უჭერენ ერთწლიანი პარლამენტის იდეას, რომელიც მოამზადებს პირობებს ნორმალური არჩევნების ჩასატარებლად, გაატარებს გადაუდებელ საკანონმდებლო პრინციპებს და შექმნის დროებით ტექნიკურ მთავრობას.

მეორე მხრივ, მათთვის მიუღებელია ოპოზიციის არჩევნებზე ერთიანი ფრონტით გასვლა და ისინი ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში ბრძოლის ესოდენ არასასურველ ფრაგმენტაციას ახდენენ. წესით, ქარტიაში გაჟღერებული დროებითი ხელისუფლების კონცეფცია მათ ერთიანი სიის პრინციპის მიღებაში არ უნდა უშლიდეს ხელს.

პირიქით, ერთი მეორიდან ლოგიკურად გამომდინარეობს. ამიტომ, კარგად არის შესასწავლი თუ რასთან გვაქვს საქმე. ერთიანი სიის პრინციპი არ უნდა ჩავძიროთ და კიდევ დავუბრუნდეთ მისი სიღრმისეული განხილვის პროცესს.

მითუმეტეს მაშინ, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ არჩევნებს რეფერენდუმის ხასიათი უნდა მიეცეს. რამდენიმე სუბიექტად დაქსაქსული ოპოზიცია არჩევნებს რეფერენდუმის ხასიათს ვერ მისცემს და ამით მოგებული მხოლოდ მმართველი რეჟიმი დარჩება.

რამდენიმე სუბიექტად დაქსაქსული ოპოზიცია არჩევნებს რეფერენდუმის ხასიათს ვერ მისცემს და ამით მოგებული მხოლოდ მმართველი რეჟიმი დარჩებ

გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლება ამ არჩევნებში სრული სიმძლავრით ჩართავს ადმინისტრაციულ რესურსს, რეპრესიულ აპარატს და გაყალბების მექანიზმებს. როგორ მოახდენს ასეთ პირობებში არჩევნებში დაქუცმაცებულად გასული ოპოზიცია მათ კონტროლს და ხმების დაცვას? თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქ გადამწყვეტ როლს მათ მიერ ხელმოწერილი ქარტია ითამაშებს, ეს, რბილად რომ ვთქვათ, მიამიტობაა.

- „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მალე ისევე კოლექტიურად დაძლევს ამ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს, როგორც კოლექტიურად მიიღო.

ამერიკულ სანქციებზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ბევრი იღლიცინეს, მაგრამ, აშკარად ეტყობოდათ, რომ ვაშინგტონიდან მუქარები მათთვის სასიამოვნო არ იყო. იმ მოცემულობაში, რაშიც ვართ, ძნელი წარმოსადგენია ვეტოს დაძლევის თემაზე რამე შეიცვალოს. ამიტომ კითხვას ასე დავსვამ - თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ, როგორ განვითარდება საქართველო - ამერიკისა და საქართველო-ევროპის ურთიერთობები?

- ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ.

პირველი ტალღის დროს სანქციებს ძირითადად პერსონალური ხასიათი ექნება, ხოლო თუ არჩევნების შედეგად ისევ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, მივიღებთ უკვე ქვეყნის მიმართ მძიმე სანქციებს, რომლებიც უკვე რიგით მოქალაქეებსაც შეეხება. არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის ხელახლა ფეხზე დასაყენებლად მძლავრ მხარდაჭერას და დახმარებას უნდა ველოდოთ.

არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის ხელახლა ფეხზე დასაყენებლად მძლავრ მხარდაჭერას და დახმარებას უნდა ველოდო

- ვხედავთ, რომ კანონის წინააღმდეგ საზოგადოებაში დიდი მოძრაობაა გაშლილი. ამ თემაზე ყველაზე მეტად სტუდენტობა აქტიურობს. მათთან ერთად არიან უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები და ლექტორები, სკოლის მასწავლებლები, ექიმები, სტუდენტების დედები და მამები და სხვადასხვა ასაკის ადამიანები.

როგორც ვთქვი, ძნელი წარმოსადგენია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეტო არ დაძლიოს. როგორც მრავალათასიანი აქციების მონაწილეები ამბობენ, ამის შემდეგ ისინი აპირებენ აქციების პერმანენტულად გამართვას. როგორც ჩანს, ასეთ ფონზე ჩაივლის ჯერ ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, შემდეგ ოლიმპიური თამაშები. თქვენი ვარაუდით გამართლდება ივანიშვილის ვარაუდი, რომ არჩევნებამდე ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდები და ოპოზიცია დაიღლებიან და არჩევნებს ძალადაკარგული შეხვდებიან?

- გამორიცხულია, ახალგაზრდობა დაიღალოს. ისინი იომებენ ბოლომდე. ოღონდ, წარმატების მისაღწევად აუცილებელი იქნება ამ სახალხო მოძრაობის და პოლიტიკური სპექტრის თანამშრომლობა, ინტეგრაცია და სინერგია.

ჩვენმა პარტიამ უკვე გადადგა აუცილებელი ნაბიჯები ამ მიმართულებით და შესთავაზა საკუთარი პარტია საზოგადოებას, როგორც ღია პლატფორმა ბრძოლისა და თანამშრომლობისათვის.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო