შალვა პაპუაშვილი - თუ ვინმე ფიქრობს დედამიწაზე, რომ ნატო-ში ჩვენი გაწევრიანებისთვის ერთადერთი საკითხი კანონის მიღება-არ მიღებაა, ან მიამიტია, ან განზრახ მავნებლობს - ღია კარში, ორპირ ქარში ვდგავართ უკვე 16 წელია

ვინმე თუ ფიქრობს დედამიწაზე, ან საქართველოში, ან თუნდაც სადმე, რომ ნატო-ში ჩვენი გაწევრიანებისთვის ერთადერთი საკითხი არის ამ კანონის მიღება/არ მიღება, ან მიამიტია ან განზრახ მავნებლობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უშლის თუ არა ხელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ნატო-ში ინტეგრაციას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც საუბარია ნატო-ში გაწევრიანებისთვის გაწეულ ძალისხმევაზე, ამ საკითხში კითხვები საქართველოს მიმართ არ არის, რადგან „ნატო-ს ბევრ წევრ ქვეყანას ვუსწრებთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობით და საბრძოლო კონტრიბუციით“.

„ჩვენ 2008 წელს მოგვცეს დაპირება, დათვალეთ, გავიდა მის მერე 16 წელი და ამ ღია კარში ორპირ ქარში ვდგავართ უკვე 16 წელია. მგონი, კითხვები ჩვენს მიმართ არ არის, როდესაც საუბარია ნატო-ში წევრობა - არ წევრობისთვის ძალისხმევაზე. ნატო-ს წევრ იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა აქტიურობენ, ჩვენთან მიტინგებზე გამოდიან, რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ჰყავდათ სამხედროები ავღანეთში, ისიც არასრულად, მაშინ, როცა ჩვენ ათასკაციანი კონტინგენტი გვყავდა. რაც ამ ქვეყნებს ავღანეთში ჰყავდათ, ჩვენ იმდენი მარტო დავკარგეთ, დაგვეღუპა ავღანეთში. ნატო-ს ბევრ წევრ ქვეყანას ვუსწრებთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობით. ნახეთ საერთაშორისო კვლევები ნებისმიერი მიმართულებით. კორუფცია, დემოკრატია, კანონის უზენაესობა - ნებისმიერი ეს საკითხი ნახეთ, ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება