აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ფრანკფურტის ხელოსანთა პალატის პრეზიდენტს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფრანკფურტის ხელოსანთა პალატის პრეზიდენტ კრისტოფ რისს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის დასახეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთის მოსახლეობისთვის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გახსნის საკითხი.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი სალომე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე.

„მოხარული ვარ, რომ ფრანკფურტის ხელოსანთა პალატის პრეზიდენტმა კრისტოფ რისმა გამოხატა მზადყოფნა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობაზე.

მადლობას ვუხდი ფრანკფურტის ხელოსანთა პალატის პრეზიდენტს ჩვენი თანადგომისა და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პროფესიული განვითარების მიმართულებით მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება