მიხეილ დაუშვილი - „ქართულ ქარტიაზე“ პრეზიდენტთან საუბარი გვჭირდება - სალომე ზურაბიშვილს ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა ბევრი მიმართულებით

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის თქმით, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილი ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერენ, ვიდრე ქარტიის ინიციატორებთან კონსულტაციებს არ გაივლიან.

როგორც დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პარტიას სალომე ზურაბიშვილთან კონკრეტულ რეფორმებთან დაკავშირებით აქვს კითხვები.

“რეფორმების გეგმის ნაწილში, რა თქმა უნდა, რეფორმები გასატარებელია. შეიძლება, კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები გვქონდეს, მაგრამ ცხადია, რომ მართლმსაჯულების რეფორმა გვჭირდება. ამაზე არ ვდავობთ და ვეთანხმებით, თუმცა იქ არის საკითხები, რაზეც გვჭირდება ინიციატორებთან კომუნიკაცია. მაგალითად, დროებითი მთავრობა და ვადამდელი არჩევნები, ამიტომ სანამ ამ თემაზე არ გვექნება კონსულტაცია იმისათვის, რომ მოსაზრებები გავცვალოთ, მანამდე არასწორი იქნება დადებითი ან უარყოფითი პასუხი. ჩვენ ჯერჯერობით გვჭირდება, ქალბატონ პრეზიდენტთან გვქონდეს საუბარი.

საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ სალომე ზურაბიშვილი თამაშობს დიდ როლს ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ამასთან, მას ძალიან დიდი როლი ექნება, რომ ჩვენი მოქალაქეების არჩევანი დაცული იყოს არჩევნებზე. ამიტომ, პრეზიდენტს ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა, ბევრი მიმართულებით“,- განაცხადა დაუშვილმა.

მისივე მოსაზრებით, პარტიის მიდგომაა, რომ ვიდრე რაღაცას ხელს მოაწერენ, დარწმუნდნენ, რომ ქარტიაში, რაც წერია ყველაფერი მისაღებია და ეთანხმებიან.

„ჩვენი მიდგომა განსხვავებულია, ჯერ შეუერთდნენ და მერე აპირებენ იმსჯელონ რა მოსწონთ და რა - არა. ჩვენი მიდგომა პირიქით არის, რაღაცას ხელს რომ მოვაწერთ, გვინდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ქარტიაში, რაც წერია ყველაფერი მისაღებია და ვეთანხმები“,- განაცხადა დაუშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება