„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიმოიხილეს პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე დადებული ვეტო და მასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

„მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს რიგ საკითხებს, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს. ასევე, იქნება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვა.

პარლამენტში განხილული იქნება ევროკომისიის 9 დათქმასთან დაკავშირებული კანონპროექტები, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“, „ანტიკორუფციული ბიუროს“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მესამე მოსმენით იქნება მიღებული.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირის დღის წესრიგით, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენენ.

ასევე, პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი წარდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება