პრეზიდენტი - საკითხი დგას: იქნება ეს ევროპული, თუ რაღაც ტიპით ნეორუსული ქვეყანა - დიასპორის სრული მობილიზაციაა საჭირო, თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებში

თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებში, გვაჩვენეთ, გვითხრით, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტი დიასპორას მიმართავს.

პრეზიდენტის თქმით, დღეს დგას ქვეყნის კურსის, ორიენტაციის, მისი მომავლის საკითხი: იქნება ეს ევროპული, ჩვენს პარტნიორებთან ახლო, მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ქვეყანა, თუ იზოლირებული, რაღაც ტიპით რაღაც ნეორუსული ქვეყანა.

„დღეს 27 მაისია და ჩვეულებრივ, ეს უნდა ყოფილიყო დიასპორის დღე, მაგრამ როგორც ჩანს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ წელს ეს დღე არ აღვნიშნოთ, არ ვიზეიმოთ, რატომ? არ ვიცი, ეს ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა

მაგრამ, მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მიმაჩნია, რომ მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე, ვინც საზღვარგარეთ, უშუალოდ ამ ქვეყნის შენების მონაწილეა ჩვენი მოქალაქეა და არ შეიძლება, რომ 26 მაისის შემდეგ, დღეს მათთან ერთად არ ვიზეიმოთ და არ აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

ვიცი, რომ გუშინ თქვენ ალბათ, ყველამ ნახეთ თბილისში და სხვადასხვა ქალაქში გამართული ზეიმი; თქვენ ალბათ, მოისმინეთ რა გეგმა მაქვს საზოგადოებისთვის, როგორ ვხედავ მომავალ თვეებს, რათა გამოვიდეთ არსებული მდგომარეობიდან.

ამ გეგმაში დიასპორას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი დიასპორის ასეთი აქტივობა, რაც დღეს ჩვენ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში ვნახეთ აქამდე არ ყოფილა. თქვენ, ვინც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თუ ამერიკაში ცხოვრობთ, ადრე, შეიძლება ნაკლებად მობილიზებული და ნაკლებად დაინტერესებული ყოფილიყავით, არ ყოფილიყავით უშუალოდ ჩართული არჩევნებში. მაგრამ, როცა ჩვენი ქვეყნის კურსის, ორიენტაციის, მისი მომავალი საკითხი დგას: იქნება ეს ევროპული, ჩვენს პარტნიორებთან ახლო, მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ქვეყანა, თუ იქნება ეს იზოლირებული, რაღაც ტიპით რაღაც ნეორუსული ქვეყანა - ამ გადაწყვეტილებაში თქვენი როლი და თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ თქვენი წუხილი და ინტერესია უშუალოდ მიიღოთ მონაწილეობა არა ჩვეულებრივ არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალზე გამართულ რეფერენდუმში.

მე არჩევნების საკითხში არასოდეს ჩავერეოდი, ეს არ არის პრეზიდენტის როლი, თუ არა სამართლიანი არჩევნების ჩატარების ინტერესი, მე ვერევი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციამ მომცა ეს მანდატი და ეს ვალდებულება, რომ მე დავიცვა ქვეყნის კურსი, ქვეყნის ორიენტაცია, მისი ევროინტეგრაცია და ყველაფერი გავაკეთო ამისათვის, რაც ჩემს შესაძლებლობაშია იმისთვის, რომ შევინარჩუნო, დავეხმარო ამ ევროპულ ინტეგრაციას - ეს წერია უშუალოდ კონსტიტუციაში.

ამას ვაკეთებ, ამას გავაკეთებ და ამას გავაკეთებ თქვენთან ერთად. მაქვს თქვენი იმედი. ჩვენი დიასპორის სრული მობილიზაციაა საჭირო, თქვენს ხელშია ჩვენი მომავალი, თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აბა, გელოდებით საქართველოსა თუ იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ, რათა გვაჩვენოთ, გვითხრათ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის“,-აცხადებს პრეზიდენტი.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024