ნიკა ტყემალაძე - ყველა მუნიციპალიტეტში ვეცნობით სტიქიის შედეგებს, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონებში სტიქიის შედეგებს გაეცნო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკა ტყემალაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათგან პირადად მოისმინა მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია.

რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მუნიციპალიტეტებში დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, ნიკა ტყემალაძის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება მჭიდრო კომუნიკაციაშია ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მუნიციპალური სამსახურები და შესაბამისი უწყებები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მოქალაქეებთან შეხვედრებს, ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

"25-26 მაისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტი დაზარალდა. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში ადგილზე ვეცნობით სტიქიის შედეგებს. ამ მომენტში ვიმყოფებით თიანეთის მუნიციპალიტეტში. სტიქიასთან ბრძოლის პროცესში აქტიურადაა ჩართული ყველა შესაბამისი სამსახური. მოსახლეობა გაყვანილ იქნა უსაფრთხო ადგილებზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსხვერპლი არ არის. დანარჩენ სხვა საკითხებთან მიმართებით, მიმდინარეობს დეტალურად შესწავლა და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული", - განაცხადა ნიკა ტყემალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება