საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი 2010" საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონია

საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი 2010" საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონია

საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი 2010" საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონია.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კლუბმა გადამწყვეტ საფინალო ბრძოლაში "კავკასიას" 90:82 ანგარიშით მოუგო და ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა.

"ქუთაისი 2010" ეროვნული სუპერლიგის ჩემპიონია! ვულოცავ ჩვენს კალათბურთელებს, მწვრთნელებს, პირადად კოტე ტუღუშს, გულშემატკივრებს, მთელ ქუთაისს ამ დიდ გამარჯვებას!", - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.