ბანგლადეშსა და ინდოეთში, ციკლონის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთისა და სამხრეთ ბანგლადეშის სანაპირო ნაწილებში ციკლონ „რემალს“ სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

რეგიონს 110 კმ/სთ სიჩქარის ძლიერი ქარიშხალი და კოკისპირული წვიმა დაატყდა თავს, რის გამოც დაბლობები დაიტბორა, საჭირო გახდა მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია.

ქარიშხალმა კვირას გაიარა ბანგლადეშის პორტი მონგლა, საგარის კუნძულები დასავლეთ ბენგალიაში, ინდოეთში და მეორე დღეს შესუსტდა.

ბანგლადეშის კატასტროფების მინისტრის, მოჰიბურ რაჰმანის განცხადებით, ციკლონის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 4 მილიონამდე ადამიანი დაზარალდა, 35 483 სახლი დაინგრა და 115 992 - დაზიანდა.

სტიქიის შედეგად ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატში მინიმუმ ექვსი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა,

ციკლონმა გაანადგურა ათასობით სახლი, მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა