სლოვენიის მთავრობა 30 მაისს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხს განიხილავს

სლოვენიის მთავრობა 30 მაისს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ გოლობმა ალჟირში ვიზიტისას განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ, მე გადავწყვიტე ხუთშაბათს, პალესტინის აღიარების საკითხის ეროვნული ასამბლეისთვის გადაცემის შესახებ მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტილება გამოვიტანო“, - განაცხადა რობერტ გოლობმა.

ასევე, გუშინ ბრიუსელში, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტანია ფიონმა აღნიშნა, რომ ის მთავრობას რეკომენდაციას გაუწევს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების პროცედურები მიმდინარე კვირაში დაასრულოს და გადაწყვეტილება სლოვენიის პარლამენტს გადაუგზავნოს.

შეგახსენებთ, გასულ ოთხშაბათს, ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გამოაცხადეს. მათი გადაწყვეტილება ოფიციალურად ძალაში დღეს შევა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს