იაგო ხვიჩია - აზრზე მომსვლელი აქამდე მოვიდოდა აზრზე - მცირე შანსს ვტოვებ, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს გონება გაუნათდეთ - მოლოდინი მაქვს, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, პარლამენტიდან ღალატის ხმები გამოდიოდეს

მოლოდინი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს ამ შენობიდან [პარლამენტიდან] ღალატის ხმები გამოდიოდეს, - ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავს.

როგორც მან განმარტა, მცირე შანს ტოვებს, რომ კოლეგებს გონება გაუნათდეთ.

“მოლოდინი მაქვს, რომ “ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს ამ შენობიდან ღალატის ხმები გამოდიოდეს. თუმცა, მცირე მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება რაიმე რესურსი არსებობდეს “ქართულ ოცნებაში” ვინმე რომ გონს მოეგოს და ამ სამარცხვინო პროცესს საკუთარი თავი, ჩვენი ქვეყანა ააცილოს. ამის მცირე მოლოდინი მაქვს. ჩვენ ისეთი ქარტეხილები გამოვიარეთ, აზრზე მომსვლელი აქამდე მოვიდოდა აზრზე. მხოლოდ მცირე შანსს ვტოვებ, რომ კოლეგები დაფიქრდებიან, ოჯახის წევრებმა სწორი რჩევა მისცეს, გონება გაუნათდეთ, გაახსენდეთ იდეალები და ღირებულებები”, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს.

პრეზიდენტის კანონპროექტით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მოქმედებს ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში.

სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში მითითებულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია