პაატა მანჯგალაძე - „ქართულმა ოცნებამ“ სამჯერ ჩამოიხსნა ნიღაბი და თქვა: „დიახ, მზად ვართ 30 ვერცხლად გავყიდოთ ქვეყანა“ - ახლაც არ ველოდები განსხვავებულ ქცევას

„რუსულ კანონთან“ დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ სამჯერ ჩამოიხსნა ნიღაბი და თქვა: „დიახ, მზად ვართ 30 ვერცხლად გავყიდოთ ქვეყანა“ - ახლაც არ ველოდები განსხვავებულ ქცევას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ ქვეყნის თავისუფლების დათმობას არ აპირებს.

„განსხვავებულ ქცევას და პოლიტიკურ პრაგმატიზმს უნდა ველოდოთ თავისუფალი ადამიანებისგან, „ქართულ ოცნებაში“ თავისუფალი აზრის ქონა ითვლება დანაშაულად. ასეთი ხალხი არ არის [„ქართულ ოცნებაში“]. ერთი ლოგიკა კიდევ, რაც შეიძლება არსებობდეს, არის ბიძინას შიშები და ის, თუ ბიძინა საფრთხეს გააცნობიერებს, რა ხდება მის თავს. ფაქტობრივად მთელი ცივილიზებული ძალები ცდილობენ, რომ საქართველო არ ასცდეს განვითარების გზას და ხვდება, რომ საფრთხე რეალურია. თუ ვინმე ამბობდა, რომ ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივა ერთი კაცის ინიციატივაა, აღმოჩნდა, რომ ეს არის ამერიკის სახელმწიფო პოზიცია და ეს გუშინ დაადასტურა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა - არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს. უფრო მეტიც, ეს დაადასტურა ქართველმა ხალხმა. მილეული პროტესტიაო, ამბობდნენ. პროტესტი არ არის მილეული, ხალხში ეს პროტესტი გადასულია ბრაზში და არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს. დღესაც ბევრი ხალხი იქნება, ისევე როგორც 26 მაისს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ