ირმა ზავრადაშვილი - ვეტოს დადება უკვე შეცდომა იყო - წარმოდგენილი არგუმენტაციაც სისულელეა, ამიტომ დაიძლევა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე დადებულ ვეტოს, „ქართული ოცნება“ სრული შემადგენლობით დაძლევს.

როგორც ზავრადაშვილმა „პალიტრანიუსთან" საუბრისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აქვს ვეტო წარმოდგენილი, „ამიტომ ის დაიძლევა“.

სალომე ზურაბიშვილს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აქვს ვეტო წარმოდგენილი. ვეტოს დადება უკვე შეცდომა იყო. რაც შეეხება დაძლევას, თუ სამართლებრივად გაინტერესებთ, თვითონ წარმოდგენილი არგუმენტაციაც სისულელეა, ამიტომ დაიძლევა. რეალურად სალომე ზურაბიშვილს ვეტო საერთოდ არ უნდა დაედო. {ერთსულოვანი იქნება} ვეტოს დაძლევა.

რაც შეეხება სანქციებს, ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის, გამთლიანებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ხალხი ოჯახებით და შვილებით სწირავდა თავს და ჩვენ კანონის მიღებაზე პრობლემას რატომ შევქმნით, ეს რატომ წარმოგიდგენიათ. საერთოდ სასაცილოა, როდესაც კანონმდებელს რაიმე ფორმის სასჯელს უწესებ იმისთვის, რომ კანონი თავის ქვეყანაში მიიღო, რომელიც მისი ქვეყნის სუვერენიტეტს ემსახურება“, - განაცხადა ზავრადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება