ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის განაჩენს, ქვეყნის მძიმე მომავალს მოაწერს ხელს და არ ეგონოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს მათ გადასარჩენად რაიმე სახის გენერალური გეგმა აქვს

დაფიქრდნენ, ჩაუფიქრდნენ საკუთარ თავებს, ჰკითხონ შვილებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს რა მძიმე დღეში აგდებენ და ზოგადად, მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი სინდისის კარნახითა და მორალით, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება ქვეყნის ღალატი კოლექტიური აქტია, მაგრამ შემდეგ ყველას დაეკისრება ინდივიდუალური პასუხისმგებლობა.

„რამდენიმე საათი დარჩა მანამდე, სანამ კოლექტიურად „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ საკუთარ ქვეყანას განაჩენი გამოუტანოს, ამიტომ კიდევ მივმართავდი თითოეულ მათგანს, შეიძლება ქვეყნის ღალატი კოლექტიური აქტია და ასე ფიქრობენ, მაგრამ შემდეგ ყველას დაეკისრება ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. ქვეყნის ღალატი არის სამუდამო დამღა ისტორიისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რომლის ჩამორეცხვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. „ქართული ოცნება“, პირველ რიგში, საკუთარი თავის განაჩენს მოაწერს ხელს, საკუთარი ქვეყნის ძალიან მძიმე მომავალს მოაწერს ხელს და არ ეგონოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს მათ გადასარჩენად რაიმე სახის გენერალური გეგმა აქვს. ქვეყნის ღალატი არის სამუდამო სტიგმა, რომელიც დარჩება თითოეულ მათგანს. რამდენი საათი დარჩათ, იფიქრონ, მათ აქვთ შანსი, რომ გადაარჩინონ საკუთარი თავები, გადაარჩინონ საკუთარი მომავალი, იმ კუთხით, რომ ძალიან რთული იქნება ამ სტიგმით, ამ ღალატის ძალიან მძიმე ისტორიით დარჩნენ საკუთარ სამშობლოში და იცხოვრონ.

მე მაქვს მოლოდინი, რომ ვეტოს გადალახავენ, არასდროს ვუყურებდი „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილის პარტიას, რომ ისინი იყვნენ ლოიალურად განწყობილები, საქართველოს ეროვნული ინტერესების ერთგულები. ამ ადამიანებს ადარდებთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირად სამსახურში ყოფნა. მაგრამ ერთი რამ არის უტყუარი - დღეს არ მთავრდება არაფერი! იმ შემთხვევაში თუ ვეტო გადალახეს და მოაწერს ხელი ძალიან მძიმე ღალატს, საქართველოში დაიწყება ახალი პოლიტიკური ერა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩვენ ხელისუფლებაში გვეყოლება მოღალატე, პრორუსული ხელისუფლება, რომლის ჩამოცილება ძალაუფლებიდან იქნება ჩვენი, თითოეული მოქალაქის ყველაზე უპირველესი და უზენაესი ამოცანა. პროცესები, პროტესტები გაგრძელდება.

რაც შეეხება ჩვენს გეგმას, ვაპირებ სესიაზე შესვლას, სიტყვით გამოსვლას. დიდი იმედი მაქვს, რომ სასესიო დარბაზში ჩემი ყველა კოლეგა იქნება ოპოზიციიდან. საღამოს ყველას გელოდებით 17:00 საათზე.

დაფიქრდნენ, ჩაუფიქრდნენ საკუთარ თავებს, ჰკითხონ შვილებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს რა მძიმე დღეში აგდებენ და ზოგადად, მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი სინდისის კარნახითა და მორალით“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი