ზურაბ ჯაფარიძე - ვეტოს, სავარაუდოდ, დღეს დაძლევენ, ამის შემდეგ 5 თვე გვექნება, რომ კარგად მოვემზადოთ და ოქტომბრის ბოლოს ესენი ხელისუფლებიდან გავუშვათ - 5 თვე სირცხვილში ცხოვრება მოგვიწევს

ვეტოს, სავარაუდოდ, დღეს დაძლევენ, ამის შემდეგ 5 თვე გვექნება, რომ კარგად მოვემზადოთ და ოქტომბრის ბოლოს ესენი {„ქართული ოცნება“} არჩევნებზე გავანადგუროთ, ხელისუფლებიდან გავუშვათ. 5 თვე სირცხვილში ცხოვრება მოგვიწევს, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავს.

მისივე თქმით, „ვეტოს არ დაძლევის შანსი და ალბათობა ძალიან დაბალია, დამოკიდებულია შეეშინდებათ თუ არა ვიღაცებს სანქციების“.

„ის, რომ სინდისი, მორალი და ღირსება, ნამუსი არ გააჩნიათ, ცხადია. ვეტოს, სავარაუდოდ, დღეს დაძლევენ, ამის შემდეგ 5 თვე გვექნება, რომ კარგად მოვემზადოთ და ოქტომბრის ბოლოს ესენი არჩევნებზე გავანადგუროთ, ხელისუფლებიდან გავუშვათ. 5 თვე სირცხვილში ცხოვრება მოგვიწევს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს.

პრეზიდენტის კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მოქმედებს ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში.

სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში მითითებულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება