ირაკლი ქადაგიშვილი - სიმართლე ვერ იქნება ზიანის მომყენებელი - სიმართლესთან შეგუება არის ხოლმე მტკივნეული, მაგრამ, საბოლოოდ ის საქართველოს გააძლიერებს

სიმართლე ვერ იქნება ზიანის მომყენებელი, სიმართლის აღქმა, შეგუება არის ხოლმე მტკივნეული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს სიმართლე იქნება ის, რომელიც საქართველოს გააძლიერებს და ძლიერი საქართველო ნიშნავს ძლიერ პარტნიორს, მათ შორის ევროკავშირისთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, დღეს უმრავლესობა ვეტოს დაძლევს, რადგან ეს არის ქართული კანონი.

„ვეტო დაიძლევა დღევანდელ სხდომაზე, იმიტომ, რომ ეს არის ქართული კანონი. ჩვენ გუშინ საკომიტეტო მოსმენაზე ვიხილეთ ყველამ, როდესაც პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით, პრეზიდენტს არ ჰქონდა არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ეს კანონი, ან რუსული, ან რატომ არის ეს კანონი ანტიდემოკრატიული, ან რატომ არის ეს კანონი დისკრიმინაციული. ანუ არც ერთ შეკითხვაზე, რომელიც დაისვა ვეტოსთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მხრიდან პასუხი არ ჰქონდათ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ჩვენ ყველამ, პარტნიორები იქნებიან თუ მთელი მსოფლიო, ჩვენთან ურთიერთობაში და ჩვენ მათთან ურთიერთობაში ნათელი გზავნილი უნდა გავუგზავნოთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო იღებს მხოლოდ ისეთ კანონებს, რომლებიც არის ქვეყნის ინტერესებში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამართლებრივად არც ერთ საერთაშორისო აღიარებულ სტანდარტს და გამჭვირვალობა ეს არის დემოკრატიის საფუძველი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ სიმართლე ვერ იქნება ზიანის მომყენებელი, სიმართლის აღქმა, შეგუება არის ხოლმე მტკივნეული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს სიმართლე იქნება ის, რომელიც საქართველოს გააძლიერებს და ძლიერი საქართველო ნიშნავს ძლიერ პარტნიორს, მათ შორის ევროკავშირისთვის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს