რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას განასახიერებდა

გუშინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას განასახიერებდა, რომელიც დაშლილი არის შინაარსისგან, არგუმენტებისგან და მხოლოდ დეზინფორმაციით და მავნებლური კამპანიებით იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, სიცრუე უკვე სამარკო ნიშანი გახდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციისთვის. იონათამიშვილის განმარტებით, ეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის განხილვის დროს გამოჩნდა.

„ჩვენ არაერთი თავდასხმა და დეზინფორმაცია, ფაქტობრივი ტყუილი მოვისმინეთ. არგუმენტებს 2 თვის განმავლობაში ვეძებდით. 2 თვის შემდეგ, როგორც იქნა ერთადერთი არგუმენტი მოვისმინეთ ადამიანებისგან და ეს არგუმენტი არის- "იმიტომ". ამის იქით მათი ვერც ფანტაზია, ვერც ცოდნა ვერ წავიდა, რომ სხვა რამ ეთქვათ. სინამდვილეში, გუშინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას განასახიერებდა, რომელიც დაშლილი არის შინაარსისგან, არგუმენტებისგან და მხოლოდ დეზინფორმაციით და მავნებლური კამპანიებით იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ. აქაც ძალიან სერიოზულ მარცხს განიცდით. ისტორია ყველაფერს აჩვენებს. კონკრეტული გადაწყვეტილებები არის ყველაზე კარგი არგუმენტები. ჩვენი გუნდი „ქართული ოცნება“ ისტორიაში შევა, როგორც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ხელმომწერი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობის, კანდიდატის სტატუსის და ა.შ. რითაც შევა „ნაციონალური მოძრაობა“, თუნდაც ისტორიაში, ეს არის სტრასბურგის სასამართლოს 100 ვერდიქტი, სადაც გასამართლებულია მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა, რომ ტყუილების გამო, ქართული საზოგადოება ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე სათანადო და მკაცრ პასუხს გასცემს.

„სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად თქვა, რომ სააკაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური სინდიკატი, რომელიც კრიმინალური მეთოდებით მართავდა საქართველოს და რომელიც ქმნიდა დანაშაულებრივ სისტემას. ამ საქმემ საბოლოდ წერტილი დაუსვა მავნებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც მილიარდობით დოლარს იხდიდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელი პირები კეზერაშვილი, სააკაშვილის ოჯახი. ჩვენ ვიცით ამერიკული "ფარას" რეესტრიდან, რომ ეს ადამიანები მილიონობით დოლარს იხდიდნენ დაკვეთილ სტატიებში, დაკვეთილ გადაცემებში, ასევე ფულს იხდიდნენ იმაში, რომ სააკაშვილის ე.წ. იურისტებს მოემზადებინათ ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტები“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია