ეკა ხერხეულიძე უმრავლესობას - ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?! - დღეს საკუთარ თავს დაუწერეთ პოლიტიკური ნეკროლოგი

ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?! - იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი პოლიტიკური დაისი იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც "ქართულ ოცნებას" მიმართა.

მისივე თქმით, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს პოლიტიკური ნეკროლოგი დაუწერა.

„თქვენ ახლა რომ გჭირთ, ჩემს მტერს ისეთი უბედურება, ისეთი ღრუბელი ადგას თქვენს რეპუტაციას. ეს არ არის ნორმალური და არცერთ შემთხვევაში, ეს არ დარჩება საქართველოს ისტორიაში უკვალოდ. თქვენ გგონიათ, რომ ეს ხალხმრავლობა, რომელიც ქუჩაშია და რომელსაც ხალხის მღელვარებაში ხედავთ, არის წარმავალი, ასე არ არის! საქართველოს ისტორია, თქვენი სურვილების მიხედვით არ იწერება და არ იმართება. თქვენ რომ უყურებთ, ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანებული ხალხის მასშტაბური გამოსვლები კი არ არის, აქ არის უკვე ჩამოყალიბებული ეროვნული მოძრაობა. როდესაც საყოველთაო გაფიცვას ეფუძნება თეატრებში, უმაღლეს სასწავლებლებში პროტესტი, ასევე, პროფესორ - მასწავლებლებში, სტუდენტებში, მომღერლებში, სპორტსმენებში, ამას აღარ ჰქვია ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანებული პროტესტი, ეს არის ეროვნული მოძრაობა. უნდა გესმოდეთ, როცა თქვენი ღარიბი, უმწეო და უმწიფარი პოლიტიკით ამბობთ, რომ სანქციები არაფერს მოუტანთ ქვეყანას, გგონიათ, რომ ჩვენ გვეშინია, ფობია გვაწუხებს, რომ ვეღარ იფრენთ ამერიკაში, ამით უნდა დავიმშვიდოთ თავი და ზესტაფონში მშვიდად გადაადგილდებით, ეს არ არის ჩვენი საწუხარი. ჩვენი საწუხარი გახლავთ საქართველოს მომავალი, რომელსაც დააკარგვინეთ პერსპექტივა და ამდენი მეგობარი, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ამ ქვეყანამ შეიძინა. თქვენ წახვედით ირანში და „ჰეზბოლასა“ და „ჰამასთან“ ერთად დადექით სამეგობრო წრეში. ეს არ არის ჩემი ქვეყნის ოცნება და ნატვრა. ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?! საქართველოს ყველა მეგობარი წაართვით, ყველა პერსპექტივა მოუკალით და დატოვეთ მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი ომის პარტიის, რუსეთის პირისპირ. ჩვენი მომავალი, როგორც არ უნდა განრისხდეთ, გარეთ პასუხს მოგთხოვთ. არა იმიტომ, რომ დღეს აქ პროცესი სრულდება, არცერთ შემთხვევაში, ჩვენ უპირველეს ყოვლისა მოსაპოვებელი გვაქვს არჩევნების უფლება. დღეს თქვენი განაჩენით საკუთარ თავს დაუწერეთ პოლიტიკური ნეკროლოგი. დარწმუნებული ვარ, ყველა მისცემთ ხმას, არ მაქვს ილუზია, რომ ვინმე თქვენგან გათავისუფლებული მონა და სპარტაკი აღმოჩნდება, მაგრამ იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი პოლიტიკური დაისი იქნება“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო