შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - უცხო ქვეყნის გავლენის მხარეს რომ დგებით და არა ქართველი ხალხის გავლენის მხარეს, ეს არის ზვიად გამსახურდიას იდეალები? - დამოუკიდებლობის 30 წლის შემდეგ, იყურებით გარეთ, რა მითითება მოგივათ

უცხო ქვეყნის გავლენის მხარეს რომ დგებით და არა ქართველი ხალხის გავლენის მხარეს, ეს არის ზვიად გამსახურდიას იდეალები?! - დღეს ღილაკებს რომ მიაჭერთ ხელს, დააფიქსირებთ, რომ მოქმედებთ არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესით, ვინც არ უნდა იყოს ეს ქვეყანა! უცხო ქვეყანა ყოველთვის არის უცხო ქვეყანა! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილმა პერსონალურად დეპუტატებს ეკა ხერხეულიძეს, ნატო ჩხეიძეს და როსტომ ჩხეიძეს მიმართა, რომ მათი მხრიდან ზვიად გამსახურდიას სახელის ხსენება ფარისევლობაა და ის იდეალები, რაც გამსახურდიას ჰქონდა, გააზრებული არა აქვთ.

„აქ სიტყვა „ღალატი“ ბევრჯერ ითქვა. სიტყვით ეკა ხერხეულიძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე გამოვიდნენ. ნატო და როსტომ ჩხეიძეები ამ დარბაზში ზვიად გამსახურდიას პორტრეტის დაკიდებასაც ითხოვდნენ. თქვენი აზრით, ეს არის ზვიად გამსახურდიას იდეალები, რასაც თქვენ აკეთებთ? უცხო ქვეყნის პრესსპიკერების განცხადებებზე რომ ხართ აწყობილი, რა კანონი მივიღოთ და რა კანონი არ მივიღოთ...

რაზეა დღეს საკითხი - არის კანონი უცხო ქვეყნის გავლენებზე. უცხო ქვეყნის გავლენის მხარეს რომ დგებით და არა ქართველი ხალხის გავლენის მხარეს, ეს არის ზვიად გამსახურდიას იდეალები? თქვენი იდეალია, რომ აქ ფული ისე შემოდიოდეს, რომ კაცი-შვილი ამ ქვეყნის მოქალაქეებს ანგარიშს არ აბარებდეს, პოლიტიკაში ფულს ჩუმად ხარჯავდეს - ეს არის ზვიად გამსახურდიას იდეალები? აი აქ დგახართ თქვენ!

მთელი თქვენი პოლიტიკა აწყობილი გაქვთ რა განცხადებას გააკეთებს ვიღაცის პრესსპიკერი, ვიღაც პარლამენტარი საზღვარგარეთ. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის შემდეგ აქ მიხვედით - მიხვედით აქ, რომ იყურებით გარეთ, რა მითითება და ტონი მოგივათ გარედან და ამ ტონით აგრძელებთ საუბარს.

ეს არის სირცხვილი - ამას კადრებთ პარლამენტის დარბაზს, რომ არა ქართველი ხალხის, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედებთ. ღალატი თუ რამეა, ეს არის ღია ღალატი!

დღეს ღილაკებს რომ მიაჭერთ ხელს, დააფიქსირებთ, რომ მოქმედებთ არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესით, ვინც არ უნდა იყოს ეს ქვეყანა! უცხო ქვეყანა ყოველთვის არის უცხო ქვეყანა - თქვენ არა ქართველი ხალხის, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესებით მოქმედებთ.

პორტრეტი იმიტომ იყო ფარისევლობა, რომ ზვიად გამსახურდია სინამდვილეში სიტყვად და გამოსვლის დროს სახსენებლად გინდათ, თორემ საერთოდ არა გაქვთ გააზრებული ის იდეალები, რაც მას ჰქონდა და რაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ფუნდამენტში ჩაიდო - ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი!“, - განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე