შალვა პაპუაშვილი გიორგი ვაშაძეს - იქნებ ხალხშიც გახვიდეთ, ქუჩებში, რეგიონში და გაიგებთ, რომ ხალხს უნდა მეგობრები და არა მეურვეები, დამოუკიდებლობა და არა მორჩილება - ნუ იტყუებთ თავს თქვენს მომხრეებთან საუბრით

იქნებ ხალხშიც გახვიდეთ, ქუჩებში, რეგიონში და გაიგებთ, რომ ხალხს უნდა მეგობრები და არა მეურვეები, დამოუკიდებლობა და არა მორჩილება, ქართული გავლენა და არა უცხოური,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, დეპუტატ გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა.

პაპუაშვილმა ვაშაძეს მოუწოდა, მხოლოდ საკუთარ მომხრეებთან საუბრით თავს ნუ მოიტყუებს.

„ბატონო გიორგი [ვაშაძე], ხალხზე რომ საუბრობთ, გასაგებია, რომ აქციებს აორგანიზებთ და აქციებზე დადიხართ, მაგრამ იქნებ ხალხშიც გახვიდეთ, ქუჩებში, რეგიონში გახვიდეთ, ხალხთან იქნებ გახვიდეთ და გაიგებთ. რას გაიგებთ იცით? ხალხისგან გაიგებთ, რომ ხალხს უნდა მეგობრები და არა მეურვეები; დამოუკიდებლობა და არა მორჩილება; ქართული გავლენა და არა უცხოური. ამას გაიგებთ, როდესაც იკადრებთ, ქუჩაში გახვალთ და ხალხს დაელაპარაკებით, მოივლით რეგიონებს და ჰკითხავთ ხალხს, რა უნდა. ნუ იტყუებთ თავს თქვენს მომხრეებთან საუბრით!“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო