შალვა პაპუაშვილი - საქმე იქეთ მიდის, რომ ხვალ მადლობა გექნებათ სათქმელი - გაიღვიძებთ საქართველოში, რომელიც მოქმედებს ხალხის ინტერესით, რომელიც ეძებს მეგობრებს და არა მეურვეებს

საქმე იქეთ მიდის, რომ ხვალინდელი დღე როცა გათენდება, მადლობა გექნებათ სათქმელი, რომ გაიღვიძებთ საქართველოში, რომელიც მოქმედებს თავისი ხალხის ინტერესით, რომელიც ეძებს მეგობრებს და არა მეურვეებს, რომელსაც უნდა იყოს დამოუკიდებელი და ჰქონდეს ქართული და არა უცხოური გავლენა - მადლობა გექნებათ მოსახდელი, რომ ამ გადაწყვეტილებას უმრავლესობა თქვენს ნაცვლადაც მიიღებს! - ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პაპუაშვილი ასევე დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს გამოეხმაურა, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ რუსებს ბევრი დაუთმო, მინისტრები დაუნიშნა, დსთ-ში შევიდა, მაგრამ ტერიტორიულ მთლიანობის გზაზე ერთი სანტიმეტრითაც წინ არ წაწეულა.

„კარგია, რომ შევარდნაძე ახსენეთ - მითითებით მინისტრებსაც ნიშნავდა და კანონებსაც იღებდა. ვიღაცები უცხო ქვეყნის მითითებით დანიშნო და კანონები მიიღო, გამოსავალი არ არის - ჩვენთანაც არის მცდელობები...

საბოლოო ჯამში, ყველას რაღაც მომენტში მადლობა გექნებათ მოსახდელი, რომ ამ გადაწყვეტილებას თქვენს ნაცვლადაც საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს. ქართველი ხალხის ინტერესი არის უპირატესი ინტერესი - ეს არის, რაც ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს