შალვა პაპუაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლების დროს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და „ევროოპიმისტების“ დეპუტატ ხატია დეკანოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

უფრო კონკრეტულად, ხმაური მოჰყვა დეკანოიძის განცხადებაზე შალვა პაპუაშვილის პასუხს, რომელმაც ოპოზიციონერ კოლეგას შეახსენა, რომ უცხო ქვეყნის სამსახურისთვის საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

პაპუაშვილის თქმით, ამის შემდეგ დეკანოიძის მიერ ღალატზე საუბარი სირცხვილია.

საპასუხოდ, დეკანოიძემ პაპუაშვილს უთხრა, რომ უჩივლებს.

„მიჩივლეთ. სირცხვილია, რომ უცხო ქვეყნის სამსახურში შესვლის გამო დატოვეთ თქვენი ქვეყნის მოქალაქეობა და აქ პატრიოტიზმზე და ღალატზე საუბრობთ. არ გრცხვენიათ? უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობთ. მეგობრობთ ხართ ადამიანთან, გია ლორთქიფანიძესთან, რომელმაც შემოაპარა თქვენი პარტიის ლიდერი. უცხო ქვეყნის დაზვერვასთან რომ გაქვთ კავშირები, ამაზე ისაუბრეთ, როდესაც ღალატსა და პატრიოტიზმზე გექნებათ საუბარი - იმ დაზვერვასთან , რომლის დაზვერვის უფროსის მოადგილემ, თქვენმა მეგობარმა შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი, რომ ქვეყანა აერია. თუ სისხლი დაიღვრებოდა, ამისთვის შემოაპარა. ვის მორალზე საუბრობთ ამის შემდეგ?“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება მანამდე დეკანოიძის განცხადებას, მან „ქართული ოცნების“ ქმედებებს „გამოცხადებული ღალატის ქრონიკა“ უწოდა.

„მიუხედავად ამ მართლაც ბოროტების ბანალურობის ყველაზე უფრო ამორალური, კატასტროფული აქტისა, მინდა, მივმართო ჩვენს მოქალაქეებს და ვთქვა, რომ დღევანდელი დღე როგორც არ უნდა დასრულდეს, ბედნიერი ვარ, რადგან დაიბადა ახალი საქართველო, სადაც ახალგაზრდები, მომავალი თაობა თქვენც გადაგარჩენთ, მიუხედავად ამ ძალიან მძიმედ გამოცხადებული ღალატის ქრონიკისა. მომავალმა თაობამ გაიღვიძა და თქვა: არ ვაპირებთ ამ ბოროტების ბანალურობის კატასტროფულ აქტში მონაწილეობა მივიღოთ და ამას ხელი შევუწყოთ. გაიღვიძეს ადამიანებმა, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არის ჩვენი ეროვნული მისია, დაკისრებული ისტორიული მისია, რომლის გამოცლასაც ახლა ბიძინა ივანიშვილი აპირებს. ეს ეროვნული მისია აუცილებლად შესრულდება ძალიან მალე!“- განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო