შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძეს - როგორ არ ვახსენო, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეობა დატოვეთ იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის სამსახურში შესულიყავით, როგორ არ ვახსენო, რომ დღესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან გაქვთ კავშირები

როგორ არ ვახსენო ქალბატონო ხატია, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეობა დატოვეთ იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის სამსახურში შესულიყავით. როგორ არ ვახსენო, რომ დღესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან გაქვთ კავშირები. არ ვახსენო ეს? - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის საპასუხოდ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხატია დეკანოიძე პირდაპირი მეგობარია იმ ადამიანის, რომელმაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილი შემოაპარა.

„კი ბატონო, აბა მიჩივლეთ, მიჩივლეთ. სირცხვილია უბრალოდ, სირცხვილი. უცხო ქვეყნის სამსახურში შესვლის გამო დატოვეთ თქვენი ქვეყნის მოქალაქეობა და პატრიოტიზმზე და ღალატზე საუბრობთ ამ დარბაზში, არ გრცხვენიათ? და დღესაც თანამშრომლობთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. პირდაპირ მეგობარი ხართ იმ ადამიანის, რომელმაც შემოაპარა აქ თქვენი პარტიის ლიდერი. ვგულისხმობ გია ლორთქიფანიძეს და მასთან კავშირს. უცხო ქვეყნის დაზვერვასთან რომ გაქვთ კავშირი. ამაზე ისაუბრეთ, როდესაც ღალატზე და პატრიოტიზმზე გექნებათ საუბარი. იმ დაზვერვისა, რომლის დაზვერვის უფროსის მოადგილემ თქვენმა მეგობარმა შემოაპარა აქ მიხეილ სააკაშვილი, რომ ქვეყანა აერია და თუ სისხლი ან რამე დაიღვრებოდა, ზუსტად ამისთვის შემოაპარა აქ. საერთოდ ვის მორალზე საუბრობთ ამის შემდეგ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება