იაგო ხვიჩია უმრავლესობის წევრებს „ქართული ოცნების“ დატოვებას ურჩევს

იმის მიუხედავად, რა ზეწოლა წამოვა ჩვენზე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, თქვენ თუ ახლა დატოვებთ მმართველ პარტიას, გადმოხვალთ ოპოზიციაში და ამ სამარცხვინო კანონის მიღებას ამ ქვეყანას თავიდან ააცილებთ, - ასე მიმართა “გირჩის”დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდა, მხარი არ დაუჭირონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. მისი თქმით, „გირჩი“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ისინი ამ გადაწყვეტილების გამო არ გახდნენ დაცინვისა და ჩაგვრის მსხვერპლი.

„მოდით, ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ აღმოჩნდეთ არც „ბულინგის“, არც დაცინვის მსხვერპლი იმიტომ, რომ ამით კარგი საქმე გექნებათ გაკეთებული. მოდით, ეს ნაბიჯი ყველამ ერთად გადავდგათ იმიტომ,რომ უფსკრულის პირას ბოლო ნაბიჯის გადადგმას ჩემი აზრით, ყველანაირი ნაბიჯი სჯობს. ვერ ხვდებით ახლა, სად მიდის ეს ქვეყანა, რაც მთავარია, ვერ ხვდებით იმას, რომ საქართველო აუცილებლად იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა. რაც უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი ვიქნებით, იმ ხალხს, ვინც ამ გადაწყვეტილებაში მიიღებს მონაწილეობს, უფრო და უფრო ექნება დისკომფორტული ცხოვრება დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში. დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს, ამას გისურვებთ თქვენც!“,- მიმართა ხვიჩიამ უმრავლესობის წევრებს.

მისი შეფასებით, ქართველი ხალხის დაცინვაა, როდესაც ხელისუფლება მათ ევროპულ გზას აშორებს.

„ზოგადად, ქართველ ხალხს ხუმრობა გვიყვარს, მაგრამ ჩემი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ხუმრობა დაცინვაში გადაიყვანა. მაგალითად, ქართველი ხალხის დაცინვა არის, როდესაც ევროპის გზას ევროპის დროშებით ვაშორებთ. ქართველი ხალხის დაცინვა არის ის, რომ საქართველოს ისტორიის ორი გმირი და დამოუკიდებლობის გამომცხადებელი, გამოგყავთ თანამოაზრე იმაში, რომ საქართველოს დასავლურ გზას აშორებთ და ჩრდილოეთისკენ აბრუნებთ. ხალხი ამას შეეწირა და თქვენ ამას ისე ასაღებთ, თითქოს ეს ხალხი ამისთვის იბრძოდა. ზოგადად, არ მეცოდებით, უფრო სწორად, მართლა ადამიანურად მეცოდებით. არავის ხომ არ გიოცნებიათ იმაზე, რომ ქვეყნის ისტორიაში ეს წვლილი შეგეტანათ, რა წვლილის შეტანასაც ახლა გთხოვენ. ვიცი, რომ თქვენ ხართ მსხვერპლები, ზოგი ტყუილის და ზოგი იძულების. ზოგს მართლა სჯერა, რომ კარგ საქმეს აკეთებს, ზოგი იძულებულია სხვადასხვა მიზეზის გამო, რომ ეს გაკეთოს. ადამიანს გარკვეულ ასაკში უჩნდება სურვილი, რომ სახლიდან წამოვიდეს იმიტომ, რომ რაღაც დროს ეს აუცილებელია. ზუსტად ასეთი დრო დადგა ახლა თქვენთვის. ადამიანი ასე იქცევა და თქვენ, პოლიტიკოსები ვალდებული ხართ ახლა თავისუფალი ცხოვრება დაიწყოთ. არ ვიცი, რამდენად მარტივი ან რთული იქნება ახალი ცხოვრების დაწყება, მაგრამ „გირჩს“ გვინდა, რომ ამისკენ ხელი გამოგიწოდოთ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო