არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - თქვენ ვის უნდა დაუმტკიცოთ სამშობლოს ერთგულება და სიყვარული, როცა ყველაფერი, რაც თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, გახარებთ და ყველაფერს აღტაცებით ხვდებით, მეტი ლუსტრაცია რაღა გინდათ?

ყველაფერი, რაც თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, გახარებთ და ყველაფერს აღტაცებით ხვდებით, მეტი ტესტი და ლუსტრაცია რაღა გინდათ? - ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის მისამართით აღნიშნა, გადამწყვეტი დღე მაშინ იყო, როდესაც მათ მიატოვეს ჯარისკაცები ბრძოლის ველზე.

„თქვენ ხართ ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აღტაცებული და გახარებული აკეთებდით კომენტარებს ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციების მცირედ გაუფასურებასთან დაკავშირებით. თქვენ ხართ ის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გიხაროდათ ვალუტის კურსის უარყოფითი ცვლილება წინა დღეებში. თქვენ ხართ ის ოპოზიცია, რომელიც აღტაცებული იყავით და ტაშს უკრავდით საკუთარი სახელმწიფოს ინსტიტუტების ვებგვერდებზე ჰაკერულ თავდასხმაზე. წარმოიდგინეთ, სადამდე მიხვედით - რა გიხაროდათ და რას უკრავდით ტაშს. თქვენ ვის უნდა დაუმტკიცოთ სამშობლოს ერთგულება და სამშობლოს სიყვარული, როცა ყველაფერი, რაც თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, გახარებთ და ყველაფერს აღტაცებით ხვდებით, მეტი ტესტი და მეტი ლუსტრაცია რაღა გინდათ? დღესაც გამოდიხართ და ლაპარაკობთ, გადამწყვეტი დღე არისო. გადამწყვეტი დღე იყო, როდესაც მიატოვეთ თქვენი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე, როდესაც თქვენი მოსახლეობა მიატოვეთ აგვისტოს ომში ევაკუაციის გარეშე. გადამწყვეტი დღე იყო სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეაზე ხმა რომ მიეცით საქართველოს დადანაშაულების რეზოლუციას ომის დაწყებაში. აი, ეს იყო გადამწყვეტი დღეები და ხალხმა ნახა, თქვენ რის გამკეთებლები ხართ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია