ლევან ხაბეიშვილი ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ განცხადებაზე - ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშია - არ არის სასაცილო, ეს ეხება ჩვენს შვილებს, მოქალაქეებს, თორემ ახლა ეს ჭინკა ვის რას დაემუქრება, ნაკლებად საინტერესოა

ეს ადამიანი უბრალოდ საზოგადოებისთვის საშიშია, არანაირი ჯანმრთელობა მდგომარეობა არ აქვს. მე არ მგონია, რომ ფსიქიკურადაც ის ნორმალური იყოს. მასში არის განსხივოსნებული ბიძინა ივანიშვილი და რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილთან, იგივე „ხარებასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ „ამ ყველაფერს უკეთებენ ახალგაზრდებს და მოქალაქეებს, რომლებსაც, ფაქტობრივად სახის ძვლებს უმტვრევენ“.

„ყველაზე ტრაგიკული არის და ყველას უნდა ესმოდეს ის, რასაც უკეთებენ ახალგაზრდებს, მოქალაქეებს, რომლებსაც, ფაქტობრივად, სახის ძვლებს უმტვრევენ. მაგრამ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს ყველაფერი შეხორცდა, მაგრამ თქვენს რეპუტაციას არასდროს აღარაფერი არ ეშველება. ეს ადამიანი უბრალოდ საზოგადოებისთვის საშიშია, არანაირი ჯანმრთელობა მდგომარეობა არ აქვს. მე არ მგონია, რომ ფსიქიკურადაც ის ნორმალური იყოს. მასში არის განსხივოსნებული ბიძინა ივანიშვილი და რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები. არ არის სასაცილო, ეს ეხება ჩვენს შვილებს, ჩვენს მოქალაქეებს, თორემ ახლა ეს ჭინკა ვის რას დაემუქრება ნაკლებად საინტერესოა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ზვიად ხარაზიშვილმა „ტვ პირველთან“ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ყველა სცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს. მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს", - განუცხადა ხარაზიშვილმა ჟურნალისტს და იქვე დასძინა: "სია გვაქვს, ახლა გაჩვენებთ ცოტა ხანში".

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება