კახა კალაძე - შეიძლება, ვცდებით რაღაცაში და არასწორ კანონს ვიღებთ, თუ მეგობარი ხარ, ხომ უნდა გვითხრა კონკრეტული არგუმენტი, აგვიხსნა, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი - პასუხი იყო: „იმიტომ“, უბრალოდ, წარმოუდგენელია

როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარედან ვერაფერი ვერ მოვისმინეთ, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. ბევრჯერ განცხადება გავაკეთეთ, შეიძლება, ჩვენ ვცდებით რაღაცაში და არასწორ კანონს ვიღებთ, შენ თუ მეგობარი ხარ, ხომ უნდა გვითხრა კონკრეტული არგუმენტი, შემოხვიდე შინაარსობრივ მსჯელობაში და აგვიხსნა, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს სიცრუის კამპანია, რომ „აღნიშნული ქართული კანონი არის თითქოს რუსული“.

„გაუგებარია კრიტიკა, რომელიც მოდის და კრიტიკას, რომელსაც არანაირი არგუმენტი არ ახლავს. ჩვენი არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ მზად ვართ, შევიდეთ შინაარსობრივ განხილვაში, თუნდაც საჯაროდ პოლემიკა გავმართოთ, რათა საზოგადოებისთვის ყველა დეტალი და ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს. ასევე, პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე განცხადება გააკეთა და ელჩებს მოუწოდა, თუ სურვილი ექნებოდათ მათი ჩართულობაც ყოფილიყო. თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ მივიღეთ ვერანაირი პასუხი, არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა ცუდი იყოს. გაუგებარია ის ზეწოლა, რომელიც ხორციელდება აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ განცხადებები გავაკეთეთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნისთვის, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია რაში იხარჯება დონორი ორგანიზაციებისგან შემოსული თანხები, რომელსაც სხვადასხვა პროექტების სახით არასამთავრო ორგანიზაციები ახორციელებენ. ეს ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს და საზოგადოებისთვის უნდა იყოს, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი.

როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან ვერაფერი ვერ მოვისმინეთ, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. ბევრჯერ განცხადება გავაკეთეთ, შეიძლება ჩვენ ვცდებით რაღაცაში და არასწორ კანონს ვიღებთ, შენ თუ მეგობარი ხარ, ხომ უნდა გვითხრა კონკრეტული არგუმენტი, შემოხვიდე შინაარსობრივ მსჯელობაში და აგვიხსნა, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, ან რომელი მუხლი მოდის წინააღმდეგობაში - ადამიანის უფლებებთან, ან რომელი მუხლი ეწინააღმდეგება იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, ამ კანონის მიღების შემდეგ ვერ შეძლებენ თავისი მოვალეობის შესრულებას. უბრალოდ, არანაირი არგუმენტი არ არსებობს. არის მარტივი სიცრუის კამპანია ჩართული, რომ აღნიშნული ქართული კანონი არის თითქოს რუსული, არამედ ამაზეც ვერავინ ვერ სცემს პასუხს, რატომ არის რუსული. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რაც აქვთ და რაც გუშინ მოვისმინეთ პასუხი იყო - იმიტომ. უბრალოდ წარმოუდგენელია, ასეთ რეალობაში მუშაობა გვიწევს“, - განაცხადა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია