კახა კალაძე „ქართულ ქარტიაზე“ - ერთი პატრონი ჰყავთ და მათი შეყრა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია - ეს ჩვენ რომ მოგვენდომებინა, შეიძლება, ვერ გაგვეკეთებინა, ამისთვის მადლობა სალომე ზურაბიშვილს

მათ ერთი პატრონი ჰყავთ და დღეს უკვე მათი ერთად შეყრა არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ეს ჩვენ რომ მოგვენდომებინა, შეიძლება ვერ გაგვეკეთებინა, ამისთვის სალომე ზურაბიშვილს მადლობა , - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას - “ქართულ ქარტიას“.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმება.

მისი განმარტებით, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია ერთ ხაზს წარმოადგენდნენ და ერთი პატრონი ჰყავთ.

„ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, იმიტომ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობდით. ეს კონკრეტული პარტიები, რომლებიც მარტივ მამრავლებად არიან დაშლილები, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში არის ყველა აღმოცენებული, მათი ერთ პლატფორმაზე წარმოდგენა არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ჩვენ ამას ამ ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ისინი ერთ ხაზს წარმოადგენდნენ. მათ ერთი პატრონი ჰყავთ და დღეს უკვე მათი ერთად შეყრა არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ეს ჩვენ რომ მოგვენდომებინა, შეიძლება ვერ გაგვეკეთებინა, ამისთვის სალომე ზურაბიშვილს მადლობა“,-განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, რამდენად მოახერხებს ოპოზიცია ერთიან სიებზე ჩამოყალიბებას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საბოლოოდ, ისინი მაინც ბარიერის გადალახვისთვის იბრძოლებენ.

„პრეზიდენტს არანაირი უფლება არ აქვს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის კონსტიტუციას არღვევს, პირველი კანონდამრღვევი ქვეყანაში არის სალომე ზურაბიშვილი და სხვას რა უნდა მოჰკითხო. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, კანონს, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი როგორ გაერთიანდებიან, ვინ იქნებიან მათი ლიდერი, როგორი სიები იქნება წარმოდგენილი. ისინი იბრძოლებენ იმისთვის, რომ სარჩევნო ბარიერის გადალახვა მოახერხონ“, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.

დოკუმენტის თანახმად, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა, ასევე, თავისი არსითა და სულისკვეთებით ემსახურება მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.

ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე, ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს. ქარტიით გათვალისწინებულ ნაბიჯებს შორის არის, „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა; საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება; ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში