შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის 7 ქვეყნის სპიკერებს - საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და კომპლექსური რეგიონული ვითარება კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და ქვეყანასა და საზოგადოებას უფრო მეტად მოწყვლადს ხდის - ამ ფონზე, არ გვაქვს უმოქმედოდ ყოფნის ფუფუნება

მადლობას გიხდით თქვენი წერილისთვის, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს ეხება. მოხარული ვარ, მოგაწოდოთ მეტი დეტალი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაგარწმუნოთ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისადმი საქართველოს ერთგულებაში,’’- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერებისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ფარული საგარეო ჩარევა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.

,,ყველა თქვენი ქვეყნის მსგავსად, ფარული საგარეო ჩარევა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს. პასუხად, აღნიშნული ქვეყნები ძალას არ იშურებენ ამ მზარდ პრობლემასთან გასამკლავებლად და საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების გასაძლიერებლად. ეს ასე როგორც საფრანგეთში, ისე დიდი ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვაგან. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და კომპლექსური რეგიონული ვითარება კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და ქვეყანასა და საზოგადოებას უფრო მეტად მოწყვლადს ხდის. ამ ფონზე, არ გვაქვს უმოქმედოდ ყოფნის ფუფუნება. პირიქით, აღნიშნული საფრთხის პირისპირ, რეაგირება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. თუ არამომგებიანი ორგანიზაციები საქართველოში ერთვებიან ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში და აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის საბაზისო სტანდარტი - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან. ეს ასეა სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო მოხელეების შემთხვევაში და ასე უნდა იყოს არამომგებიანი ორგანიზაციების შემთხვევაშიც. გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ამ ძირითადი აქტორის ფინანსური გამჭვირვალობა საბაზისო პრინციპია’, ’ - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია