გიორგი ვაშაძეს საპარლამენტო ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლისას ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა, რასაც ვაშაძე ტაშით შეხვდა.

შემთხვევა იმ დროს, მოხდა, როდესაც ვაშაძე ტრიბუნასთან სიტყვით გამოდიოდა.

„ყოჩაღ, აი, ეგ ხართ. აი, ეგ ხართ“, - მიმართა ვაშაძემ ზავრადაშვილს.

„ყოჩაღ, მადლობა, ბრავო! აი, ეგ ხართ. აი, ეს არის ველურობამდე მისული მოღალატეების გზა. აი, ეს არის სწორედ ის ღალატის გზა, რომელსაც თქვენ ყველანი ადგახართ იმიტომ, რომ მერწმუნეთ, ეს წყალი მე და არც ქართველ ხალხს არაფერს უზამს. ეს თქვენს მიერ არჩეული ღალატის გზაა. იმიტომ, რომ ერთიან და ძლიერ საქართველოს ვერასდროს დააჩოქებს ვერცერთი ბოროტი ადამიანი, რაც არ უნდა მდიდარი იყოს. მერწმუნეთ, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ეროვნული ერთობა, რომელიც დღეს არის, თქვენ ამას ვერცერთ შემთხვევაში ვერ წააქცევთ. დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო უყურებს ქართველ ახალგაზრდებს და სწორედ მათ მაგალითებს უყვებიან საკუთარ ქვეყანაში ახალგაზრდებს. არა უშავს, დაწყნარდით, აი, ეს არის უღირსობის პირველი მაგალითი. თქვენ გგონიათ ხალხო, რომ ეს გაგივათ. ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე უსამშობლოებზე. თქვენ ხართ უსამშობლოების გაერთიანება, რომლებიც ღალატის გზას ადგახართ. თქვენ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საბოლოო განაჩენს გამოგიტანთ. საქართველოს ისტორიაში ქართველი ახალგაზრდების სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება, ხოლო თქვენი სახელი შავი ასოებით ჩაიწერება. იმ მოღალატეთა სიაში იქნებით, რომელსაც ხშირად ჩვენი ისტორიის სახელმძღვანელოებით გვასწავლიან, რომ მათ არ უნდა დაემსგავსოთ“, - მიმართა ვაშაძემ უმრავლესობას.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე