ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ.

შეკრებილების განცხადებით, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ქართველ ახალგაზრდებს ევროპულ განათლებას ართმევს.

აქციის მონაწილეები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არის რუსული და მხარი არ დაუჭირონ.

“პროტესტი არ წყდება, ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა ფორმატით. იცით, რომ აუდიტორიებშიც ვაგრძელებთ პროტესტს და ყველა, ვინც ჩვენი გაფიცვის პერიოდში იყვნენ დარჩენილი უნივერსიტეტში, ვეუბნებით, რა არის ჩვენი მოთხოვნა და რა არის ჩვენი არჩევანი - ეს არის ევროპა და ევროკავშირი… არა ძალადობრივი გარემო და არა რუსული გარემო პოლიტიკაში. სტუდენტებს შემოგვიერთდნენ მოსწავლეებიც. 19:00 საათზე ევროპის მოედანზე გადავალთ და საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ პოზიციას - “არა რუსულ კანონს”, - აცხადებს აქციის მონაწილე თემო ტარიელაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება