ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა - შეზღუდვების დაწესება თუ მოხდება, ეს სავარაუდოდ, შემოდგომით იქნება

არ მგონია, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვების დაწესება მოხდება, მაგრამ თუ მოხდება, ეს სავარაუდოდ, შემოდგომით იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე “პალიტრანიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს სავარაუდოდ, ევროპარლამენტის არჩევნების შემდგომ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე, ან მის შემდეგ მოხდება.

„როცა იქნება ახალი კომისია, ახალი კომისიის სისწრაფიდან გამომდინარე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ან მის შემდეგ, მე პირადად ვიფიქრებდი და ვიმედოვნებდი, რომ ასე მოხდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა მან.

ევროპარლამენტარის სრული ინტერვიუ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე" 20:30 საათზე გავა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება