იგორ ნარმანია - რაც არ უნდა გააძლიეროს რეპრესიები ბიძინა ივანიშვილმა, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებს

რა თქმა უნდა, ეს იყო სასამართლოს მხრიდან ჩემი მორიგი აბსურდული დაკითხვა, რაც არის დაშინების მცდელობა, მაგრამ რაც არ უნდა გააძლიეროს ახლა რეპრესიები ბიძინა ივანიშვილმა, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ მისი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მას თავად აქვს გამოძიებასთან კითხვები აქტივისტების მიმართ ძალადობის შესხებ.

„რა თქმა უნდა, ეს იყო მორიგი აბსურდული დაკითხვა ჩემს მიმართ სასამართლოს მხრიდან, რომელიც არის მორიგი დაშინების მცდელობა აქტივისტების მიმართ. რა თქმა უნდა, კითხვები იყო ზოგადი, აბსურდული და პირიქით, მე მაქვს გამოძიებასთან კითხვები, თუ რატომ არ ახდენენ საგამოძიებო სტრუქტურები რეაგირებებს იმაზე, რომ აქტივისტებს ხვდებიან სახლებთან, გვირეკავენ და გვემუქრებიან და საგამოძიებო სისტემასთან ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური კითხვები, რაც შეეხება მათ კითხვებს კი, არ არის რელევანტური და არის აბსურდი, ამიტომ ეს პროცესები შეიძლება გაგრძელდეს და გაგრძელდება რუსული ოცნების მხრიდან, მაგრამ რაც არ უნდა გააძლიეროს ახლა რეპრესიები ჩვენს მიმართ ბიძინა ივანიშვილმა, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებს“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს