„გახარია საქართველოსთვის“ - ხელისუფლებამ გააფორმა ევროპული საგარეო კურსის ცვლილება და დააანონსა რეპრესიები - „რუსული კანონის“ მიღების მიუხედავად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ახლა იწყება

ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით არა მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, არამედ ქვეყანა დატოვა ნამდვილი მეგობრების გარეშე, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს, რითაც პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და კანონის მიღებას ეხმაურება.

როგორც პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიწვევს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას ევროკავშირთან.

„რუსული კანონი მიღებულია! დღევანდელი გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ გააფორმა ევროპული საგარეო კურსის ცვლილება და დააანონსა რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი აზრის და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება ღიად გასცდა კონსტიტუციურ ფარგლებს, რადგან მიღებული რუსული კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

რუსული კანონი და ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკა გამოიწვევს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას ევროკავშირთან. საქართველო დგას საერთაშორისო იზოლაციის რეალური რისკის წინაშე, რაც პირდაპირი საფრთხეა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის და შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის. საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია მძიმე გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.

ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით არა მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, არამედ ქვეყანა დატოვა ნამდვილი მეგობრების გარეშე. ათწლეულების მანძილზე სტრატეგიულ პარტნიორებთან ნაშენები ნდობა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ რამდენიმე თვეში დაანგრია ძალაუფლებისა და ჩვენი მოქალაქეებისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად.

რუსული კანონის მიღების მიუხედავად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ახლა იწყება. ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვანი გამარჯვება უკვე მოიპოვა - მსოფლიოს გააგონა, რომ საქართველო ევროპაა. უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა ამ გამარჯვების არჩევნებზე გასაფორმებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024